მოდელი და წამყვანი მარიამ სანოგო დედობას თავს მშვენივრად ართმევს.
მას უსაყვარლესი პატარა ბიჭუნა ჰყავს, რომელსაც ზუკა ჰქვია. გამომწერები ზუკას მიმართ დადებითად არიან განწყობილი და ტკბილ სიტყვებს არასდროს იშურებენ.
ბოლოს ჩაწერილ ინტერვიუში მარიამმა ისაუბრა იმაზეც, რომ სამოდელო კარიერისთვის თავის დანებებას არ აპირებს.
როგორც ხედავთ დედობა ძალიან მოუხდა და ერთი შეხედვითაც ეტყობა, როგორი ბედნიერია.
ამბობს, რომ ბავშვის მოვლა საერთოდ არ უჭირს და ყველაფერს სიამოვნებით აკეთებს, ხოლო როდესაც სამსახურში მიდის ბავშვს მეუღლეს უტოვებს.
მარიამს და მის მეუღლეს- გიორგი ლაშქარაძეს ზურაბი თებერვლის თვეში შეეძინათ. ფაქტია, რომ მზრუნველი და მოსიყვარულე მშობლები არიან.
ორსულობის პერიოდში მარიამი ძალიან აქტიური იყო და მუხტი და განწყობა არც ახლა აკლია.
"უსაყვარლესი დედა-შვილი", "ეს ბავშვი არის მზე და საოცრება"- წერენ მარიამის გულშემატკივრები.
ზუკა როდესაც კიდევ უფრო პატარა იყო მარიამი ფოტოების გამოქვეყნებას ერიდებოდა, მაგრამ ახლა გააქტიურდა, რამაც მისი "ინსტაგრამის" გამომწერები ძალიან გაახარა.