2019 წლის მარტში 44 წლის სპორტსმენმა ალექს როდრიგესმა 50 წლის ლამაზმანს, მომღერალს და მსახიობს, ჯენიფერ ლოპესს, ურთიერთობის ორი წლის თავზე ხელი სთხოვა. ამჟამად ყველა მათი ქორწილის თარიღის მოლოდინშია! ჭორების თანახმად, უკვე შემოდგომაზე უნდა ველოდოთ ამ მნიშვნელოვან დღეს მათ ცხოვრებაში.
შეგახსენებთ, რომ ჯეი ლოსთვის ეს არ იქნება პირველი ქორწინება: ალექსამდე დანიშნული იყო მსახიობ ბენ აფლეკზე და სამჯერ გათხოვილი: მომღერალ მარკ ენტონიზე, კრის ჯადსა და ოჯანი ნოაზე. სანამ როდრიგესთან ერთად შექმნის ოფიციალურად ოჯახს, მან გადაწყვიტა გაიგოს, როგორ შეინარჩუნოს ქორწინება?
უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, რუთ ბადერ ჰინსბურგმა, რომელმაც მეუღლესთან ერთად 50 წელზე მეტი გაატარა ქორწინებაში, ეროვნული წიგნის ფესტივალზე კონგრესის ბიბლიოთეკაში ისაუბრა სწორედ მყარ ქორწინებაზე: „დაახლოებით ერთი თვის წინ დამირეკა ჯენიფერ ლოპესმა და მითხრა, რომ უნდოდა გამეცნო მისი საქმრო ალექს როდრიგესი. ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა იყო მისი მისამართით ის, რომ: „ზოგჯერ წყვილის ურთიერთობაში აუცილებელია ყურის წაყრუება და თვალის დახუჭვა“.
მგონი, ღირებული რჩევაა, არა?
წყარო