ოჯახი

როგორ არ გადავიქცეთ მოსაწყენ დიასახლისებად ბავშვის გაჩენის შემდეგ

როგორ არ გადავიქცეთ მოსაწყენ დიასახლისებად ბავშვის გაჩენის შემდეგ
ბავშვის გაჩენის შემდეგ ძალიან რთულია ძველი ფორმების დაბრუნება, შემდეგ სამსახურში გასვლა, ყველაფრისთვის დროის გამოყოფა და ამავდროულად, ფორმაში ყოფნა. ეს ნამდვილად სუპერგმირის ქმედებებს უტოლდება. სწორედ ამიტომ დღეს ვისაუბრებთ მთავარ წესებზე, თუ რა უნდა გაითვალისწინოს ყველა ქალმა იმისათვის, რომ არ გადაიქცეს მოსაწყენ დიასახლისად.
Related image

იყავი ის, ვინც იყავი

  • დიახ, დედა გახდი, გაჩნდა ბევრი პრობლემა, ვალდებულება და პასუხისმგებლობა, მაგრამ შენ უწინდებურად რჩები ლამაზად და ძალიან მაგარ გოგოდ. ამიტომ არ დაივიწყო ეს არასდროს, დარჩი ისეთი, როგორც ამ ეტაპებამდე იყავი.
Related image

ინსპირაცია შვილებში ეძებე

  • იყავი მათთვის მისაბაძი, იმუშავე სრულყოფაზე და გააკეთე ყველაფერი, რითაც ისინი იამაყებენ შენი შემხედვარე. მერწმუნე - ბავშვები საუკეთესო მოტივაციაა იმისათვის, რომ საკუთარი თავის ყველაზე კარგი ვარიანტი შექმნა.
Related image

არ დაივიწყო საყვარელი საქმე

  • როგორ უხეშადაც უნდა ჟღერდეს, ბავშვები ყოველთვის საკმაოდ კომფორტული მიზეზია იმისათვის, რომ მათ გადააბრალო დროის უქონლობა და ის, რომ საკუთარი თავისთვის ვერ იცლი. სინამდვილეში, უბრალოდ შენი განრიგის ორგანიზება გჭირდება. რა თქმა უნდა, პირველი თვეები ძალიან რთული იქნება, მით უმეტეს, თუკი ბავშვი ახალი გაჩენილი გყავს, თუმცა თვეების მატებასთან ერთად, იმუშავე საკუთარი განრიგის შედგენაზე, სადაც ერთი საათი აუცილებლად მხოლოდ შენი თავისთვის უნდა გქონდეს გამოყოფილი.
Related image

შეცვალე შეხედულება კონკრეტულ საკითხებზე

  • მაგალითად, გინდა ისწავლო და ცოდნა შეიძინო კონკრეტულ თემაზე, წიგნის ნაცვლად კი პატარა ბავშვი გიკავია? ეს არ არის ნამდვილად ხელის ჩაქნევის მიზეზი! გადადი აუდიოწიგნებზე. არ გაქვს დრო დარბაზში სასიარულოდ? იყიდე პორტატული ტრენაჟორი, მაგალითად, მინი-სთეფერი, დიდ ადგილს არ დაიკავებს და დროსაც დაზოგავ, ვარჯიში კი შეიძლება მაშინ, როცა ბავშვს სძინავს.
Related image

მოიწყვე სპა-განტვირთვა

  • მესმის, რომ სალონში რეგულარულ ვიზიტებზე არ გაქვს დრო. ამიტომ გამოყავი ერთი დღე თვეში იმისათვის, რომ ყველა ქალური საქმე მოილიო - მანიკიური, პედიკიური, თმის შეჭრა, კოსმეტოლოგი, მასაჟი. არ დაგავიწყდეს, როცა ფორმაში ხარ, შენს შვილებსაც და მეუღლესაც ძალიან სიამოვნებს ეს ფაქტი. ამასთანავე, პირველ რიგში, შენ გჭირდება საკუთარ თავში თვითშეფასების ამაღლება.
Image result for women spa procedure
წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93