წარმოგიდგენთ 5 მშვენიერ ქალბატონს, ვისი შვილებიც "ინსტაგრამზე" მშობლებზე არანაკლები პოპულარობით სარგებლობენ.
ანა ახვლედიანი და ევა - მშვენიერი გოგონები მუდმივად ყურადღების ცენტრში ექცევიან. მათ ახალ ფოტოებს გამომწერები მოუთმენლად ელიან. ისინი აღნიშნავენ, რომ პატარა ევას დედისგან და მამისგან ყველაფერი საუკეთესო გამოჰყვა და სწორედ ამიტომაა ასეთი საოცარი.
მარიამ ხორგუაშვილი და დემეტრე - უსაყვარლესი ბიჭუნა მოდელ დედას ძალიან ჰგავს. გამომწერები დედა-შვილის სილამაზით აღფრთოვანებულები არიან და გაოცებას ვერ მალავენ.
მარიამ შუკაკიძე და მართა- ბათუმელი გოგონა ნამდვილად გამოირჩევა თავისი სილამაზით და "ინსტაგრამის" აქტიური მომხმარებელია. მას საკმაოდ ბევრი გამომწერი ჰყავს. მართას მისამართით კი კომპლიმენტების წვიმა არ წყდება.
გვანცა ნიშნიანიძე და ემილია- ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილის ცოლ-შვილი "ინსტაგრამზე" ძალიან პოპულარულია. გვანცა შვილთან ერთად დიდ დროს ატარებს და ცდილობს, რომ მუდმივად საინტერესო აქტივობებით დაკავდნენ. ფაქტია, რომ გამომწერები მათ მიმართ დადებით შეფასებებს არ იშურებენ.
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ ჯანეტ ქერდიყოშვილი და ანნაც. ჯანეტი ანნას ჩაცმულობაზე განსაკუთრებით ზრუნავს და კამერების წინ დედა-შვილი ხშირად ჩნდება ერთნაირი სამოსით, რაც საზოგადოებისგან დიდ მოწონებას იმსახურებს.