ორი იუბილე ერთ დღეს: კეტრინ ზეტა-ჯონსისა და მაიკლ დუგლასის სიყვარულის ისტორია - Marao

ორი იუბილე ერთ დღეს: კეტრინ ზეტა-ჯონსისა და მაიკლ დუგლასის სიყვარულის ისტორია

2019-09-28 14:16:56+04:00


25 სექტემბერს ჰოლივუდის ორი ვარსკვლავი, მეუღლეები: კეტრინ ზეტა-ჯონსი და მაიკლ დუგლასი აღნიშნავენ დაბადების დღეს. ფილმის "ზოროს ნიღაბი" ვარსკვლავი 50 წლის გახდა, მისი ქმარი, რომელმაც "ძირითად ინსტინქტში" იდეალურად განასახიერა თავისი როლი - 75-ის. მათ რომანტიკული და ვნებიანი სიყვარულის ისტორია აკავშირებთ...

დაახლოება

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ჰოლივუდის ვარსკვლავია, ისინი გადასაღებ მოედანზე არ შეხვედრიან ერთმანეთს.

მაიკლ დუგლასი 1944 წელს ნიუ-ჯერსიში დაიბადა. იგი მსახიობ კერკ დუგლასის (ნამდვილი სახელია ისეი დანილოვიჩი) შვილია, რომელიც დეკემბერში 103 წლის გახდება. მაიკლმა პირველი როლი 28 წლის ასაკში შეასრულა. 1975 წელს ფილმის "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" პროდიუსერი გახდა და პირველი "ოსკარი" დაიმსახურა. შემდეგ კიდევ მრავალჯერ იყო კინოჯილდო მის ცხოვრებაში.

1977 წელს მაიკლი დიანდრა ლაკერზე დაქორწინა და წყვილს ვაჟი, კამერონი შეეძინა. თუმცა, მეუღლეები 1995 წელს განქორწინდნენ. მაშინ მაიკლს დიდი და ნამდვილი სიყვარული ეწვია.

კეტრინ ზეტა-ჯონსი 1969 წელს უელსში დაიბადა. ტელესერიალებითა და თეატრალური დადგმებით გაითქვა სახელი. პოპულარობა "ზოროს ნიღაბმა" მოუტანა, სადაც მისი პარტნიორი ანტონიო ბანდერასია.

მაიკლმა და კეტრინმა ერთმანეთი საფრანგეთში, კინოფესტივალზე გაიცნეს.

ერთი ნახვით შეყვარება

ორივე მსახიობი ირწმუნენა, რომ ერთმანეთი პირველივე დანახვისას შეუყვარდათ. უფრო მეტიც, გაცნობის დღეს მაიკლმა განუცხადა კეტრინს, რომ სურდა, მისი შვილების მამა ყოფილიყო.

მოგვიანებით სიუჟეტი ისე განვითარდა, როგორც ჰოლივუდის ფილმებში. მსახიობებმა აღმოაჩინეს, რომ ერთ დღეს იყვნენ დაბადებულები და სიყვარულით გადარეულება დაქორწინება გადაწყვიტეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის მაიკლი დაქორწინებული იყო. დუგლასმა ცოლს 45 მლნ დოლარი გადაუხადა და ისინი მეგობრულად დაშორდნენ.

ნამდვილი ოჯახი

2000 წლის 8 აგვისტოს წყვილს პირველი საერთო ვაჟი დილა მაიკლი ეყოლათ. 18 ნოემბერს კი მთელი ამერიკის ბომონდი მხიარულებდა მათ ქორწილზე, ნიუ-იორკში. დღესასწაულს "წლის ქორწინება" უწოდეს, იგი 1,5 მლნ ფუნტი სტერლინგი დაჯდა. ორი წლის შემდეგ წყვილს მეორე შვილი ეყოლა, 2003 წელს კი "ჩიკაგოში" შესრულებული როლისთვის კეტრინმა პირველი "ოსკარი" მიიღო. ბედნიერი და პოპულარული წყვილი ყველა წვეულებაზე ერთად, ღიმილით ჩნდებოდა...

სიყვარული პრობლემებზე ძლიერია

ბედნიერი დღეები დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ ხანდახან უსიამოვნებებიც იჩენს ხოლმე თავს, თუნდაც ისეთი მდიდარი, წარმატებული და პოპულარული ადამიანების ცხოვრებაში, როგორებიც მაიკლი და კეტრინი არიან.

2007 წელს მაიკლის უფროსი შვილი დააკავეს ნარკოტიკების მოხმარებისთვის. დედინაცვალი მას საკუთარი შვილივით იცავდა. 2010 წელს მაიკლს ყელის კიბო დაუდგინეს. 2 წლის შემდეგ კიდევ ერთი დაავადება მეორე ტიპის ბიპოლარული აშლილობა დაუმტკიცეს. 25 წლით უფროს ქმარს ზეტა-ჯონსი პატარა ბავშვივით უვლიდა. მაგრამ ერთ დღესაც ვეღარ გაუძლო და... 2013 წელს წყვილმა განქორწინება გადაწყვიტა, ცოტა ხანი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. ერთმანეთთს დიდხანს ვერ დაცილდნენ, შერიგდნენ და საქორწინე ბეჭდები ისევ წამოიცვეს, ისევ ერთად პოზირებდნენ ბედნიერი ღიმილით ფოტოგრაფებისთვის. ამასობაში მაიკლმა გამოჯანმრთელება და კიდევ ერთი "ოსკარის" მიღება მოახერხა. კეტრინს კი საინტერესო ფილმებში იღებენ.

ვარსკლავურმა წყვილმა 25 სექტემბერი მხიარულად აღნიშნა, იუბილეზე მეგობრები და ცნობილი ადამინები დაპატიჟეს. ხუმრობა ხომ არაა, მაიკლმა 75 წელი ანიშნა, კეტრინმა კი ნახევარი საუკუნე.

წყარო