ანა ახვლედიანის გოგონა 1 წლის გახდა - ფოტოები დაბადების დღიდან - Marao

ანა ახვლედიანის გოგონა 1 წლის გახდა - ფოტოები დაბადების დღიდან

2019-10-17 09:26:59+04:00


ანა ახვლედიანის და გიგი ბერაიას ულამაზესი გოგონა - ევა 1 წლის გახდა.

წყვილმა "ინსტაგრამზე" უამრავი მილოცვა მიიღო. ცხადია, მათ გოგონას ფოტოებიც გამოაქვეყნეს. პატარა ქალბატონი თავის დაბადების დღეზე შესანიშნავად გამოიყურებოდა და მშვენიერ ხასიათზე იყო.

ევა "ინსტაგრამზე" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი ბავშვია. ბევრი აღნიშნავს იმას, რომ ულამაზესია და როცა გაიზრდება, მოდელ დედიკოს სილამაზით არ ჩამორჩება.

"სილამაზის განსახიერებაა ეს ბავშვი", "მსგავსი სილამაზე არ ვიცი", "საუკეთესოები ხართ" -ამბობენ გამომწერები.