ოჯახი

10 მიზეზი იმისა, რომ შენი და სამყაროში საუკეთესო ადამიანი და ყველაზე ახლო მეგობარია

10 მიზეზი იმისა, რომ შენი და სამყაროში საუკეთესო ადამიანი და ყველაზე ახლო მეგობარია
და ის ადამიანია, რომელიც ბავშვობიდან შენ გვერდითაა, რომელმაც იცის, როგორ სუნთქავ. თქვენი გულები ერთ რიტმში ფეთქავს. მას ნანახი ჰყავხარ ყველანაირ სიტუაციაში და იცის შენი ყველანაირი მხარე, იცის შენი იდენტობა.

და ის ადამიანია, რომელიც გვერდითაა ცხოვრების როგორც საუკეთესო, ასევე ყველაზე რთულ პერიოდში.
ვნახოთ 10 მიზეზი - რატომ არის შენი და სამყაროში საუკეთესო ადამიანი და შენი ყველაზე ახლო მეგობარი:

Image result for sisters gif
  1. ის ყოველთვის მზადაა, გვერდით დაგიდგეს - უბრალოდ ერთი ზარი და ის შენთანაა. მზადაა პრობლემები მოგიგვაროს, მზადაა გიპასუხოს, მოგისმინოს,
    შენი ტკივილი გაიზიაროს. ის არის ადამიანი, რომელსაც შეგიძლია ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში დაეყრდნო.
  2. ის არასოდეს განგსჯის - მან შენი ყველა მხარე იცის. ყველაზე კარგად სწორედ და გიცნობს; იცის, რა სირთულეები გადაგიტანია, რა გამოწვევების წინაშე ყოფილხარ; იცის შენი ყველა შეცდომის შესახებ. ყველაზე უკეთ გიცნობს. იცის, რატომ იქცევი ასე, რატომ იღებ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, ამიტომაც, არასოდეს განგსჯის.
  3. ის არის ადამიანი, რომელიც არ გაძლევს შეცდომების დაშვების უფლებას - ყოველთვის გულწრფელად მიგითითებს შეცდომებზე.
  4. მისი ტანსაცმლის კარადა კი პრივილეგიაა იმისთვის, რომ ყოველდღე განსხვავებულად გეცვას - მოდით, გულწრფელები ვიყოთ, ის, რის გამოც, უმეტეს შემთხვევაში, შთამბეჭდავად და მოდურად გამოიყურები, შენი დის სამოსის დამსახურებაა.
  5. ის ყველაფერს გააკეთებს, რომ დაგიცვას ადამიანებისგან, რომლებიც ცხოვრებას გირთულებენ, რომლებიც გატირებენ - მზად არის დაგიცვას ნებისმიერ სიტუაციაში, შენი მტრები მოიგერიოს, შენ კი გითხრას, რომ ყველაფერი კარგადაა.
  6. მზადაა შენ გასამხიარულებლად ყველაზე დიდი სისულელეებიც კი გააკეთოს - მთავარია, გაგამხიარულოს.
  7. ის სასტიკად გულწრფელია. იცის, რომ შესაძლოა სიმართლემ გული გატკინოს, მაგრამ მაინც ყველაფერს მოგიყვება - იცის, რომ სიმართლის დამალვას სჯობს, ყველაფერი პირდაპირ გითხრას. იცის სიმართლისა და გულწრფელობის ფასი.
  8. და ის ადამიანია, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო, ჰკითხო რჩევა და დარწმუნებული იყო, რომ ცუდს არაფერს გირჩევს - ის შენი ზურგია. მზად არის, უხვად მოგცეს წარმატების მომტანი რჩევები. ის არის ადამიანი, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო და მხარდაჭერა სთხოვო.
  9. და ის ადამიანია, რომელიც მზად არის, შენ გასაბედნიერებლად ის საქმეები აკეთოს, რომლებიც შენ გიყვარს - შენთან ერთად უყუროს შენს საყვარელ ფილმს, მოუსმინოს შენს საყვარელ მუსიკას.
  10. მას სამყაროში ყველაზე მეტად უყვარხარ - არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად უშლით ნერვებს ერთმანეთს; არც იმას, რომ ზოგჯერ შეიძლება ძალიან ჩხუბობთ, ის ყველაფერს გააკეთებს შენი ბედნიერებისთვის. და ის ადამიანია, რომელსაც უპირობოდ უყვარხარ. შენ კი ყოველთვის საუკეთესო, ყველაზე ძვირფასი იქნები მის ცხოვრებაში.

ნია ფალავანდიშვილი

წყარო

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93