50 წლის ქეთრინ ზეტა-ჯონსი და 75 წლის მაიკლ დუგლასი 19 წელია ქორწინებაში არიან და ზრდიან ორ შვილს: 19 წლის ვაჟს - დილან მაიკლს და 16 წლის ქალიშვილს - ქერის ზეტას და ნამდვილად ძალიან ლამაზი შვილები ჰყავთ. მსოფლიო ერთხმად შეთანხმდა ამ ვარიანტზე.
ივლისში ქეთრინი რომში გამართულ Fendi-ს წვეულებას თავის გოგონასთან ერთად დაესწრო, ხოლო დღეს პირად Instagram- გვერდზე გამომწერებს ვაჟთან ერთად ფოტოები გამოაქვეყნა.
ქეთრინმა ჩააკითხა დილას ბრაუნის უნივერსიტეტში, სადაც მეორე კურსზე სწავლობს. სხვათა შორის, ცნობილი მშობლების შვილი სულაც არ ცდილობს, საჯარო ცხოვრებას ეწეოდეს. Instagram-ზე მას 26 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. დილანი ხშირად დებს ფოტოებს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, თუმცა არასდროს დადის მოდურ წვეულებებზე. მისი ფოტოებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, დუგლას-უმცროსს მოსწონს მუსიკა: უკრავს გიტარაზე და მღერის.
წყარო