ოჯახი

სხვის უბედურებაზე აწყობილი ბედნიერება: ვარსკვლავების წარუმატებელი ისტორიები დანგრეულ ურთიერთობებზე

სხვის უბედურებაზე აწყობილი ბედნიერება: ვარსკვლავების წარუმატებელი ისტორიები დანგრეულ ურთიერთობებზე
ცნობილები ზუსტად იმავე ცხოვრებით ცხოვრობენ, როგორც ჩვეულებრივი ხალხი. ისინიც, ნებსით თუ უნებლიეთ, ანგრევენ სხვის ოჯახებს, ოღონდ ეს ყოველთვის არ ამართლებს და ძალ-ღონეს სულ ტყუილად იშურებენ.
Image result for Увести и проиграть: 5 историй звезд о неудачных отношениях на чужом несчастье
"მარაო" გიზიარებთ დეტალებს ცნობილების წარუმატებელი ისტორიებიდან.
Image result for Увести и проиграть: 5 историй звезд о неудачных отношениях на чужом несчастье

მირანდა ლამბერტი

  • ქანთრის მომღერალი არაერთხელ შენიშნეს სხვისი ოჯახის დანგრევაში. სწორედ მისი მიზეზით განქორწინდა 2006 წელს მომღერალი ბლეიკ შელტონი. ურთიერთობა გაგრძელდა 10 წელიწადს. ქორწილს ესწრებოდა 500 სტუმარი, მაგრამ 2015 წელს ყველაფერი განქორწინებით დასრულდა. სამი წლის თავზე მირანდამ თვალი დაადგა მომღერალ ევან ფალკერს, რომელიც იმ დროს სტეისი
    ნელსონთან იმყოფებოდა ქორწინებაში. ისინი გაეყარნენ ერთმანეთს, თუმცა მირანდასა და ევანის რომანმა ნახევარ წელსაც ვერ გაუძლო.

კრისტენ სტიუარტი

  • ბელას როლის შემსრულებელი საგაში "ბინდი" არც ისეთი ჩუმია, როგორც გგონიათ! 2008 წლიდან ურთიერთობაში იყო პარტნიორთან, რობერტ პატინსონთან. შემდეგ ერთობოდა "ფიფქიასა და მონადირის" ფილმის პროდიუსერთან, რუპერტ სანდერსონთან. მათი ერთობლივი ფოტო ჟურნალების ყდაზე მოხვდა, რის გამოც 2013 წელს რობერტთან ურთიერთობა დაენგრა. არადა, წყვილი ქორწილისთვის ემზადებოდა. ამასთანავე, სანდერსის მეუღლემ, მოდელმა ლიბერთი როსმა განქორწინება მოითხოვა და ალიმენტი დააკისრა ორ შვილზე. ამ დროს კი კრისტენმა გამოაცხადა, რომ ბისექსუალია და კაცების გარდა, ქალებიც აინტერესებს. ბოლო ორი წელიწადი ხვდებოდა მოდელ სტელა მაქსველს, მაგრამ ახალ წელს წყვილმა დაშორებაზე გააკეთა განცხადება.
Image result for кристен стюарт личная жизнь

სიენა მილერი

  • ეს ისტორია საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა და მასში სიტყვა "ღალატი" არაერთხელ შეგვხვდა. 2003 წელს სიენა ხვდებოდა ჯუდ ლოუს - სამი შვილის მამასა და სენდი ფროსტის მეუღლეს. ჯუდი დაშორდა მეუღლეს და 2004 წელს სიენას სთხოვა ხელი, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ჯუდი თავისი შვილების ძიძასთან, ნენსი რაიტთან ღალატობდა სიენას. ამასთანავე, მილერი უკმაყოფილო იყო იმ ფაქტით, რომ ჯუდი ბევრ დროს ატარებდა ყოფილ მეუღლესა და შვილებთან, მაგრამ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეეძლოთ. აღმაფრენებითა და დაცემებით მათი ურთიერთობა 2006 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ იყო ხანმოკლე "შესვენება", რა პერიოდშიც ჯუდმა მოასწრო და მოდელ სამანტა ბერკისგან შვილი შეეძინა, ხოლო მილერს მსახიობმა კრის ევანსმა სთხოვა ხელი. 2009 წლის დეკემბერში ჯუდმა და სიენამ კვლავ განაახლეს შეხვედრები, თუმცა ერთი წელიც არ გასულა, რაც სიენამ დაშორება გადაწყვიტა მსახიობთან იმ რომანის გამო, რომელიც ჯუდმა გააბა მოდელ კეტრინ ჰარდინგთან.
Image result for Сиенна Миллер jude lawImage result for Сиенна Миллер jude law

გაბრიელ იუნიონი

  • მსახიობი "ცუდი ბიჭებიდან", მთავარი როლის შემსრულებელი ფილმში "იყო მერი ჯეინი", დაიწყო 2009 წელს ურთიერთობა კალათბურთელ დუეინ უეიდთან. ოფიციალურად დუეინი იმ დროს ქორწინებაში იმყოფებოდა სკოლის შეყვარებულთან, სიოვონ ფანჩესთან, თუმცა განქორწინება გადაწყვიტა. მას სიოვონისგან ორი შვილი ჰყავს. 2013 წელს ცნობილი გახდა, რომ კალათბურთელს მსახიობ აჯი მეტოიერისგან ბიჭი შეეძინა, მაგრამ როგორც ჩანს, გაბრიელმა ესეც ჩაყლაპა და მაინც გაჰყვა ცოლად. 2018 წელს წყვილს გოგონა შეეძინა სუროგატი დედისგან.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93