ოჯახი

სამი შვილის მამამ, საკუთარ უშვილო თავს წერილი მისწერა, რომელმაც მთელი ინტერნეტი მოიარა (ფოტო)

სამი შვილის მამამ, საკუთარ უშვილო თავს წერილი მისწერა, რომელმაც მთელი ინტერნეტი მოიარა (ფოტო)
ტედ ჰონდერი ამჟამად 29 წლის არის, რომელსაც ეზრდება 3 ვაჟი. ტედი ინტერვიუში აღიარებს, რომ ბევრი რამე გადააფასა ცხოვრებაში სამი შვილის მამობისას. მან მისწერა წერილი უშვილო საკუთარ თავს,  როცა 24 წლის იყო. შედეგად კი 150 000-ზე მეტი ადამიანი დაეთანხმა მის დაწერილ თითოეულ პუნქტს.
Image result for FAMILY
"მე 29 წლის ვარ. მყავს მეუღლე ფრანჩესკა და სამი შვილი, რომლებიც მან გამიჩინა გმირულად. აი, რას ვეტყოდი 24 წლის უშვილო ბიჭს, ჩემს თავს, რომელმაც უნდა გააანალიზოს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პარტნიორის მხარდაჭერა.
Image result for FAMILY
  1. მეუღლემ ბავშვი ატარა 9
    თვე მუცლით. შენი ჯერია - ატარო ბავშვი შენს მუცელზე 9 თვე, ნებისმიერ დროს, როცა დასჭირდება. ეს არა მარტო დაეხმარება შენს ცოლს ძალების აღდგენაში, არამედ შენსა და ბავშვს შორის კავშირს გაამყარებს და უფრო ძლიერს გახდის.
  2. მეუღლე იძულებულია, საკუთარი მკერდით გამოკვებოს ბავშვი, რაც მას ბევრ ენერგიას და ძალას ართმევს. ამიტომ შენ ვალდებული ხარ, გამოუცვალო ბავშვს საფენები, პირველივე დღიდან. ზიზღი მალე გაივლის. ასე შენ აირიდებ თავიდან ურთიერთობაში დისბალანსს, ხოლო როცა მისი დაქალი დაიწყებს წუწუნს, რომ ქმარი არაფერში ეხმარება, ფრანჩესკა ბედნიერებისა და სიამაყისგან იბრწყინებს.
  3. ყოველ დილას მოუმზადე ყავა კოფეინის გარეშე, მაშინაც კი, თუ არ უნდა დალევა, იმიტომ, რომ მიდის დასაძინებლად, როცა გაცილებს სამსახურში, ან მიგყავს ბავშვები ბაღში. მას მთელი ღამე არ ეძინა და აჭმევდა ბავშვს - დაეხმარე განტვირთვით დაიწყოს ახალი დღე.
  4. ყოველთვის გაუმეორე ცოლს, თუ როგორი ლამაზია. განსაკუთრებით მაშინ, როცა გრძნობს, რომ თავისი სხეული აღარ მოსწონს. შეახსენე, რამდენ რამეს მიაღწია. მის ორგანიზმში ყველა ორგანომ შეიცვალა პირვანდელი სახე, მოიმატა 20 კგ იმისათვის, რომ გაეჩინა ბავშვი, რომელიც უნიკალური საჩუქარია შენს ცხოვრებაში. დაეხმარე, პოზიტიური მიზანი დაისახოს ყოველდღიურად.
  5. აიღე დარტყმები საკუთარ თავზე. ჰორმონებს მშობიარობამდე და მშობიარობის შემდეგაც შეუძლია ადამიანის ჭკუიდან გადაყვანა. ზოგჯერ ისეთ რაღაცას გეტყვის, რასაც აქამდე არც კი გეტყოდა, თავს გრძნობს ისე, თითქოს ნაბახუსევია. ყველა ემოცია ზოგჯერ ერთდროულადაც აწვება სტეროიდების გამო. დაიმახსოვრე, რომ სწორედ შენ უნდა დაეხმარო ამ პერიოდის დაძლევაში, მაშინაც კი, როცა მისი ენა იმდენად ბასრია, რომ შესაძლოა დაგჭრას. სულ მალე დაუბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას და მადლიერი იქნება იმისათვის, რომ მის გვერდით იდექი, საკუთარი თავი ხელში ბევრჯერ აიყვანე და არ უმატებდი ემოციებს."
Image result for FAMILY
"ჩემი მეუღლის წერილი ვირუსულად გავრცელდა. ამაყი ვარ იმით, რომ ბევრი ყურადღება მიიპყრო, - წერს ტედის მეუღლე ფრანჩესკა. - ის ამას იმსახურებდა. საოცარია, რამდენმა ქალბატონმა მონიშნა თავისი პარტნიორი იმისათვის, რომ მსგავსი მხარდაჭერის აღმოჩენისათვის მადლობა გადაეხადა. საზოგადოებას სჭირდება ბავშვები მხარდამჭერი გუნდით - დაე, მათი მშობლები იყვნენ პირველები ასეთ გუნდში."
Image result for FAMILY
ფრანჩესკა არ გამორიცხავს იმას, რომ ისინი კამათობენ, თუმცა ამ კამათიდან ბევრ რამეს სწავლობენ და იზრდებიან. ამასთანავე, არ გამორიცხავენ ყვირილს, მაგრამ კამათის ბოლოს ყოველთვის ეკითხებიან საკუთარ თავს: "რას მოვიმოქმედებ შემდეგში?"

ბედნიერი ოჯახური ცხოვრების საიდუმლო? "ყოველი ძლიერი წყვილის უკან ორი ადამიანი დგას, რომლებიც მუდამ ერთმანეთის ზრდასა და განვითარებაზე არიან ორიენტირებულები, - დარწმუნებულია ფრანჩესკა. - სიყვარული - ეს არის აქტიური მდგომარეობა და არა პასიური; ზმნა და არა არსებითი სახელი. მე ვბრუნდები ჩემს პატარა ოჯახურ ბურთში ყველანაირი ტყუილისა და ბრწყინვალების გარეშე; ბევრი ბიჭით, სარეცხით, დასარეცხი ჭურჭლით; ფულით, რომელიც უნდა გამოვიმუშაო; ბიზნესით, რომელიც უნდა ავაწყო. ალილუია". 
Related image
წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93