გათხოვების შემდეგ მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი მეუღლესთან გადაღებულ ფოტოებს ფაქტობრივად არ აქვეყნებდა, თუმცა ახლა გააქტიურდა.
შეგახსენებთ, რომ ნანუკა გოგიჩაიშვილი ცოლად პარლამენტარ კობა ნაყოფიას შვილს გაჰყვა.
წყვილი ერთმანეთს დიდი ხნის მანძილზე ხვდებოდა, თუმცა ამას არ ამხელდნენ.
ნანუკამ და ნიკოლოზმა თაფლობის თვე კუნძულ მიკონოსზე გაატარეს.
"ზღაპრის გმირებს გავხართ", "საოცრად გამოიყურებით", "ანათებთ"... - წერენ გამომწერები, რომლებმაც ახალი ფოტოები მალევე აიტაცეს.