მსახიობი და წამყვანი შორენა ბეგაშვილი თავისი გოგონას- ევას ფოტოებს "ინსტაგრამზე" ხშირად აქვეყნებს ხოლმე. თუმცა, ამჯერად მან ვიდეოები გამოაქვეყნა, რომელიც ევას ფოტოსესიის დროს გადაუღეს.
ვიდეოებს გამომწერებისგან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და ერთხმად აღნიშნეს, რომ ევანგელინა ძალიან ლამაზია.
გოგონას 10 ნოემბერს 18 წელი შეუსრულდა. წარმოგიდგენთ ფოტოებს, რომელიც შორენამ მის დაბადების დღეზე გამოაქვეყნა. აქ ევას პატარაობის სურათებიც შეგხვდებათ.
გოგონას ძალიან უყვარს შავი ფერის სამოსი და ცდილობს ტანსაცმელს განსხვავებული აქსესუარებით მრავალფეროვნება შესძინოს. არც ფერად, ყვავილებიან კაბებზე ამბობს უარს,
მოგწონთ მისი სტილი?