მოდელი ნინი ნებიერიძე და ბიზნესმენი თემურ უგულავა რამდენიმე წელია რაც ერთად არიან. მათ ორი შვილი ჰყავთ: ტოკიო და თემუკა.
ნინი განსხვავებული სტილით გამოირჩევა, რაც ბევრმა იცის. მისი "ინსტაგრამიც" არაორდინალური ფოტოებითაა სავსე.
ვიდრე ახალ ფოტოებზე გადავიდოდეთ, მოდი გადავხედოთ ცოტა ძველ ფოტოებს. ნინი უკვე რამდენი ხანია მოკლე თმის მოყვარულია, თუმცა ამის მიუხედავად მაინც ახერხებს, რომ სხვადასხვა ვარიანტები მოსინჯოს.
ცოტა ხნის წინ მოდელმა ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ თმაზე გარკვეული ექსპერიმენტები ჩაატარა. ფოტოს დიზაინერი ანუკი არეშიძეც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ნინის ვარცხნილობა მის ძველებურ სტილს აგონებს, რაც ძალიან მოსწონს. როგორც ჩანს ნებიერიძეს 19 წლის ასაკში მსგავსი ვარცხნილობა ჰქონდა და ისევ დაიბრუნა.
ნებიერიძე მზრუნველი დედაა და შვილები ძალიან უყვარს. გთავაზობთ ნინის და მისი ოჯახის ახალ ფოტოებს.