ოჯახი

ქართველი ათლეტი და ყოფილი მოდელი, რომელიც ბოდიბილდინგითაა დაკავებული (ფოტო+ვიდეო)

ქართველი ათლეტი და ყოფილი მოდელი, რომელიც ბოდიბილდინგითაა დაკავებული (ფოტო+ვიდეო)
მოდი, დავიწყოთ იმით, რომ ადამიანი, ვისზეც უნდა ვისაუბროთ, საქართველოს ორგზის ჩემპიონია.
მის შესახებ პირველად, ალბათ,  "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეშვეობით გაიგებდით. ქართველი მამაკაცი, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, გიორგი ორბელაძეა. ის ძალიან დიდხანს იბრძოდა იმისთვის, რომ ჰქონოდა შედეგი, რომელიც ახლა აქვს. ბოდიბილდინგი დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას შეუჩერებლად მიჰყვები.
გიორგის ინტერესები, ცხადია, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ის პროფესიით ფინანსური მენეჯერია.

ცოტა ხნის წინ ორბელაძე "ჩცდ"-ის ახალ სეზონში კატოს პერსონაჟთან ერთად გამოჩნდა და მსახიობის როლსაც შეეჭიდა.

2010
წელს "მისტერ საქართველოს" ტიტულიც მოიპოვა და გარკვეული პერიოდით სამოდელო სფეროსთან კავშირი ჰქონდა.
"უპირ­ვე­ლე­სი ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სია და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი რამ არის. თან, ამ საქ­მე­ში იმის­თვის ჩა­ვერ­თე, რომ ეს სფე­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­მეხადა. მოკ­ლედ, უკვე წლე­ბია, ვმუ­შა­ობ, მაქვს ჩემი "ფე­ი­ჯი", სა­დაც ამ ყვე­ლა­ფერს პრო­პა­გან­დას ვუ­წევ. მინ­და, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა ივარ­ჯი­შონ", - განაცხადა გიორგი ორბელაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში. 

გიორგის იმასაც ეუბნებიან, რომ სტერეოტიპებს წარმატებით ამსხვრევს, რადგან როცა საშუალება ეძლევა, სტუდენტებსაც ესაუბრება და ცდილობს, მათ სწორი მიმართულება მისცეს.

გიორგის რჩეული მშვენიერი მოდელია, ნინი მასპინძელაშვილი. ისინი უკვე რა ხანია ერთად არიან და გარშემომყოფებს თავიანთი სიყვარულით მისაბაძ მაგალითს აძლევენ.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93