მოდი, დავიწყოთ იმით, რომ ადამიანი, ვისზეც უნდა ვისაუბროთ, საქართველოს ორგზის ჩემპიონია.
მის შესახებ პირველად, ალბათ, "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეშვეობით გაიგებდით. ქართველი მამაკაცი, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, გიორგი ორბელაძეა. ის ძალიან დიდხანს იბრძოდა იმისთვის, რომ ჰქონოდა შედეგი, რომელიც ახლა აქვს. ბოდიბილდინგი დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას შეუჩერებლად მიჰყვები.
გიორგის ინტერესები, ცხადია, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ის პროფესიით ფინანსური მენეჯერია.
ცოტა ხნის წინ ორბელაძე "ჩცდ"-ის ახალ სეზონში კატოს პერსონაჟთან ერთად გამოჩნდა და მსახიობის როლსაც შეეჭიდა.
2010 წელს "მისტერ საქართველოს" ტიტულიც მოიპოვა და გარკვეული პერიოდით სამოდელო სფეროსთან კავშირი ჰქონდა.
"უპირველესი ჯანსაღი ცხოვრების წესია და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი რამ არის. თან, ამ საქმეში იმისთვის ჩავერთე, რომ ეს სფერო პოპულარული გამეხადა. მოკლედ, უკვე წლებია, ვმუშაობ, მაქვს ჩემი "ფეიჯი", სადაც ამ ყველაფერს პროპაგანდას ვუწევ. მინდა, რომ ადამიანებმა ივარჯიშონ", - განაცხადა გიორგი ორბელაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში.
გიორგის იმასაც ეუბნებიან, რომ სტერეოტიპებს წარმატებით ამსხვრევს, რადგან როცა საშუალება ეძლევა, სტუდენტებსაც ესაუბრება და ცდილობს, მათ სწორი მიმართულება მისცეს.
გიორგის რჩეული მშვენიერი მოდელია, ნინი მასპინძელაშვილი. ისინი უკვე რა ხანია ერთად არიან და გარშემომყოფებს თავიანთი სიყვარულით მისაბაძ მაგალითს აძლევენ.