თითოეული ადამიანის ცხოვრებაში არის რამდენიმე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღე, რომელიც მას ყოველთვის განსხვავებულად ახსოვს და განსაკუთრებულ შეგრძნებებთან ასოცირდება. ვინაიდან ბედნიერების აღქმა თითოეულ ადამიანში ინდივიდუალურია - ინდივიდუალურია ამ ბედნიერი თარიღების შინაარსიც და ის შეიძლება უკავშირდებოდეს კარიერას, მისწრაფებებს, პირად ცხოვრებას... პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ბედნიერი თარიღების კალენდარი (სხვათა შორის, ადამიანების ცხოვრების გასახალისებლად wedder.ge-მ ამავე სახელწოდების პროექტი შექმნა. პროექტის შესახებ ინფორმაციას გაეცანით აქ: ბედნიერი თარიღების კალენდარი) კი განსაკუთრებით ემოციურია.
სხვადასხვა ეტაპზე ჩვენი ბედნიერი თარიღების კალენდარზე მონიშნული თარიღების რაოდენობა შესაძლოა გაბევრდეს (საუკეთესო შემთხვევა). ზოგიერთი მათგანი შესაძლოა წლებთან ერთად გამოგვრჩეს (ამ პრობლემასაც ხსნის ბედნიერი თარიღების კალენდარი), თუმცა არის რამდენიმე დღე, რომელიც არასდროს, არცერთ მოცემულობაში არ გვავიწყდება. გაგრძელება