მოდელი ანა ახვლედიანი გარეგნული მონაცემებით ყოველთვის გამოირჩეოდა, თუმცა, ამის გარდა, ისიც აღსანიშნავია, რომ კონტაქტური და დადებითი ადამიანია. ანას ლივ ტაილერისა და ბიანკა ბალტის ნაზავსაც უწოდებენ.
ანა ახვლედიანის და გიგი ბერაიას ულამაზესი გოგონა - ევა 1 წლის და 2 თვის არის. ევას ფოტოებს "ინსტაგრამზე" დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე. ადამიანები ცდილობენ, განსაკუთრებული სიტყვები არ დაიშურონ და არც წყვილის შექება ავიწყდებათ.
შეიძლება ითქვას, რომ პაწაწინა ევა "ინსტაგრამზე" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი ბავშვია. ბევრი აღნიშნავს იმას, რომ ულამაზესია და როცა გაიზრდება, მოდელ დედიკოს სილამაზით არ ჩამორჩება.
"ევას დაბადებამ აბსოლუტურად ყველაფერი შეცვალა. გავხდი უფრო პასუხისმგებლიანი, მზრუნველი. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ვინმეს ასეთ სიყვარულს შევძლებდი. პირველი, რაზეც გაღვიძებისთანავე ვფიქრობ, ჩემი შვილია", - განაცხადა ანამ ერთ-ერთ ინტერვიუში.
"ეს არის ბავშვი არაამქვეყნიურობა. ბავშვი სილამაზე და ზღაპარი", "რა სილამაზეა, სასწაულია, ღმერთო" - წერენ გამომწერები.