ცნობილი სახეები მაღალი კლასის რესტორნებსა და მყუდრო კაფეებში მიირთმევენ საკვებს, მაგრამ ალბათ, ყველა მათგანს გაუსინჯავს ფასტფუდი.
არსებობს არგუმენტირებული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ მსგავსი საკვები ჩვენს ფიგურასა და ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
ნინო ნინიძე სწრაფი კვების ობიექტებს ხანდახან სტუმრობს, მაგრამ მის შვილს კატეგორიულად არიდებს. მიზეზად ასახელებს, რომ საკვები, რომლებსაც ბავშვები მიირთმევენ, სჯობს გაურკვეველი ფერის არ იყოს. აქვე ამბობს იმასაც, რომ მსგავს დაწესებულებებში შვილის წაყვანას არ აპირებს.
ნინოს ყოფილი ქმრისგან - მსახიობ კირილ პლეტნევისგან 4 წლის ბიჭი ჰყავს, რომელსაც სანდრო ჰქვია.
წყვილი გასულ წელს განქორწინდა. ამჟამად მსახიობი ურთიერთობაშია ქსენია სობჩაკის ყოფილ მეუღლესთან, მაქსიმ ვიტორგანოვთან. წყვილს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს.
მსახიობი საყვარელ შვილთან ერთად დიდ დროს ატარებს, ხშირად მოგზაურობს და ცდილობს, იდეალური დედა იყოს.
შეგახსენებთ, რომ ნინო ნინიძე მსახიობ ია ნინიძის ქალიშვილია.