ცოტა ხნის წინ ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ შვილის ახალი ფოტოები გამოაქვეყნეს.
ერთ-ერთი პოსტის მეშვეობით, ბერამ ერთგვარი გამოკითხვაც ჩაატარა. მან გამომწერებს ჰკითხა, ვის უფრო ჰგავს ბერუკა ივანიშვილი, დედას თუ მამას.
პოსტს, ცხადია, ბევრი ადამიანი გამოეხმაურა. მათ შორის იყო დიზაინერი ანუკი არეშიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ პატარა დედას ჰგავს.
აი, რას წერენ ბერას "ინსტაგრამის" მიმდევრები: "დედას უფრო, მგონი, მაგრამ შენც გგავს. უსაყვარლესი პატარაა.", "ორივეს მიქსია", "ორივეს, ძაან საყვარელი კია, ვისაც არ უნდა ჰგავდეს"...
ფაქტია, რომ ნანუკას და ბერას ვაჟის ფოტოებს ძალიან ბევრი მოწონება და დადებითი კომენტარი აქვს.