რაზე არ საუბრობენ "იდეალური" დედები სოციალურ ქსელებში: დედობის სირთულეები, რომლებისთვისაც უნდა მოემზადოთ - Marao

რაზე არ საუბრობენ "იდეალური" დედები სოციალურ ქსელებში: დედობის სირთულეები, რომლებისთვისაც უნდა მოემზადოთ

2020-03-24 09:07:22+04:00


ბლოგერები საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომლებსაც დედობისას წააწყდნენ. სინამდვილეში დედების უკან დგას ბევრი გადაუჭრელი საკითხის მქონე გამოუძინებელი ქალი.

Image result for motherhood

სასიამოვნოა დედობაზე საუბარი, თუმცა ხშირად მედლის მეორე მხარეზე ხმის ამოღება ავიწყდებათ ქალებს, რომელიც არცთუ ისე სასიამოვნოა. სოციალურ ქსელებში ვხედავთ იდეალურ სურათებს, ბედნიერ დედებს და მომღიმარ პატარებს, რომლებიც რეალობას ბევრად შელამაზებულს გვიჩვენებს. საბოლოო ჯამში კი, მომავალი დედები აღმოჩნდებიან სრულიად მოუმზადებლები რეალობისთვის.

Image result for motherhood

ბავშვი, რომელსაც დიდი ბედნიერება მოაქვს ქალისთვის, ერთდროულად მას მორალურად და ფიზიკურად საკმაოდ ღლის. მძიმე მშობიარობა, ზედმეტი კილოგრამები, ლაქტოსტაზები, თმის ცვენა, გამოუძინებლობა, საკუთარი თავის დარწმუნება, რომ დედამ ყველაფერს თავი თვითონ უნდა გაართვას; დანაშაულის გრძნობა, რომ დედობა სულაც არ ჰგვრის ყოველ წამს ბედნიერებას; ახლობლები, რომლებსაც პრობლემის მასშტაბები არ ესმით. ეს ყველაფერი საბოლოოდ ქალს კუთხეში ამწყვდევს და დეპრესიას უვითარებს.

Image result for motherhood

გავიწყდებათ საკუთარი თავი

  • ბავშვის გაჩენასთან ერთად საკუთარ თავს აღარ ეკუთვნით, თუმცა ამ დროს მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ დროდადრო მარტო უნდა დარჩეთ საკუთარ თავთან, იმეგობროთ ხალხთან, ბავშვის გარდა კიდევ სხვა რამით უნდა დაკავდეთ და ამისგან სულაც არ გახდებით ცუდი დედა. არ ელოდებით, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ, როცა გინდათ, მაშინ დაიძინებთ ან გაიღვიძებთ; როცა მოგინდებათ, მაშინ დალევთ ყავას ან დაიბანთ თავს, ვინაიდან ეს შეუძლებელია ბავშვის ყოლისას.
Image result for motherhood

საკუთარ თავზე დიდ პასუხისმგებლობას იღებთ

  • არ ელოდებით, რომ უამრავი რამ ერთდროულად დაგატყდებათ თავს: ექიმები ერთს გირჩევენ, დაქალები - მეორეს, დედა - მესამეს,. გარედან კიდევ ათას რჩევას იღებ, მილიონობით მრჩეველი გიჩნდება გარშემო! ეს რჩევები არ სრულდება არც იქ, თუ როგორ უნდა აბანავო ბავშვი, როგორ დააძინო, რა აჭამო. ყველაზე ცუდი კი ამ დროს არის ის, რომ პასუხისმგებლობას და გადაწყვეტილების მიღებას ყველაფერში მხოლოდ საკუთარ თავზე იღებთ, რაც ყველანაირ ძალას გართმევთ.
Image result for motherhood

მუდამ ნერვიულობთ

  • პირველი შვილის გაჩენასთან ერთად განიცდით, როგორი სათამაშო უდევს, როგორ საწოლში სძინავს; სულ მუდამ გარბიხართ და ამოწმებთ, ძილის დროს სუნთქავს თუ არა. გამუდმებით სტერილიზებას უკეთებთ ყველაფერს, რასაც ეხება. შესაბამისად, დრო არაფერზე აღარ გრჩებათ, თქვენი სამყარო მხოლოდ მის გარშემო ტრიალებს და რაც მთავარია, შიში იბუდებს ნელ-ნელა თქვენში, რომელიც მღელვარებაში გადაიზრდება. ეს პერიოდი უნდა დაძლიოთ, თუმცა აუცილებელია, არ გადატეხოთ ჯოხი.
Image result for motherhood

არ ხართ მზად ბავშვის ისტერიკებისთვის

  • ბავშვს ნებისმიერ რამეზე შეუძლია ისტერიკების მოწყობა. მაგალითად, არ გაუყვეს საყვარელი შოკოლადი, არ მისცეს ის სათამაშო, რომელიც უნდოდა. ისტერიკები უაზრო რაღაცებზე რეალურად დედებს ძალებს ართმევს. ამას ემატება სამსახურში მოლაპარაკებები და საბოლოო ჯამში, ემოციურად და ფიზიკურად დაღლილ დედას ვიღებთ სახეზე.
Image result for motherhood

რჩევის სახით კი გაითვალისწინეთ, რომ დასვენება და კარგი განწყობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მორეცხილი იატაკი და დაუთოებული ტანსაცმელი. დაუთმეთ საკუთარ თავს დრო და სხვა დანარჩენ საქმეებსაც შემდგომ მარტივად მოაგვარებთ. ამით თვითშეფასებასაც აიმაღლებთ არა მარტო საკუთარ თავში, არამედ შვილის, მეუღლის და ოჯახის სხვა წევრების თვალშიც. დედობა არ უნდა იყოს ტვირთი, დედობამ ბედნიერება და სიმსუბუქე უნდა მოგანიჭოთ. ბედნიერი დედა უდრის ბედნიერ შვილს.

Image result for motherhood

წყარო