ქალს რომ დედობა რადიკალურად ცვლის, ეს ყველამ იცის. ზოგს - მეტად, ზოგს - ნაკლებად, თუმცა რაც უნდა ვთქვათ, დედობა თავგანწირვით შეყვარებას გულისხმობს.
დედის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა პოსტი გამოქვეყნდა, ერთ-ერთი კი ტელეწამყვან ნუკი კოშკელიშვილს ეკუთვნოდა. ნუკის 2 წლის ბიჭუნა, ოლივერი ჰყავს, რომელმაც მისი ცხოვრება გადაასხვაფერა.
ტელეწამყვანმა დედის სიტყვები გაიხსენა და დედაშვილობის თემაზე ისაუბრა, რასაც ქალბატონები, თავის მხრივ, დადებითი კომენტარებით გამოეხმაურნენ.
ნუკი კოშკელიშვილი: "მეორე წელია დედის დღეს მეც მილოცავენ. რა მაგარი გრძნობა ყოფილა. დედა თავდავიწყებით მიყვარს, ისევე, როგორც ნებისმიერ თქვენგანს.
რომ ვეუბნებოდი ხოლმე, მიყვარხარ-თქო, მპასუხობდა: "შეუძლებელია შვილს დედა უყვარდეს უფრო მეტად, ვიდრე დედას შვილიო". მართალი იყო, სუნთქვა მეკვრება ამ ბავშვის სიყვარულისგან. სადღეგრძელოსავით გამომივა, მაგრამ რა ვქნა. აი, ამ პატარა ჭიქით და აი, ამ დიდი გულით, მინდა ყველა დედას გაუმარჯოს!!! ის სიყვარული, რასაც თქვენ აფრქვევთ, ის შრომა, რასაც თქვენ გასწევთ, ის ნერვიულობა, რომლითაც ბავშვის ყოველ ნაბიჯზე ღელავთ. დედა არის საოცრება, დედა არის ყველაფერი. დედიკოებო, შვილები გყავდეთ ჯანმრთელად, ვიცი, ეს საუკეთესო საჩუქარია.
პ.ს. ეს ძველი ფოტოა, კი იცით, რომ აღარ ვაჭმევ, უბრალოდ ვიპოვე და მომინდა თქვენთვის გამეზიარებინა."