ბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის ვაჟი ბერუკა "ინსტაგრამზე" რომ პოპულარობით სარგებლობს, ეს ალბათ ყველამ იცის. პატარას უამრავი დადებითი გამოხმაურება აქვს და ამბობენ, რომ ძალიან სიმპათიური ბიჭია.
მარიამ სანოგოსა და გიორგი ლაშქარაძის პატარა ზუკა გამომწერებს გულგრილს არასდროს ტოვებს. მას "მზე ბიჭი" შეარქვეს.
ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე პატარა ანას ფოტოებს ჯერ სანახევროდ ისევ ფარავენ, მაგრამ გოგონას უკვე ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. რამდენიმემ ისიც აღნიშნა, რომ ულამაზესი გოგოა და ერთი სული აქვთ, ახალი ფოტოები იხილონ.
ნუკი კოშკელიშვილის და ბენჯი ჩაიმის შვილი, ოლივერი თავისი დადებითი განწყობით და საყვარელი ფოტოებით მიმდევრების გულების დაპყრობას მარტივად ახერხებს.
პოპულარულია თაკო მილანოვასა და ბორისლავ მილანოვის გოგონაც. შეგახსენებთ, რომ თაკო მეორე შვილს ელოდება.
ანა ახვლედიანის და გიგი ბერაიას შვილის მიმართ დაწერილ არაერთ საოცარ კომენტარს გადააწყდებით. ევას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, რომლებიც ძალიან აქტიურები არიან.
ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევიან ნინი ნებიერიძის და თემურ უგულავას შვილებიც. მართალია, ნინი მათ ფოტოებს ზოგჯერ კომენტარის ფუნქციას უთიშავს, მაგრამ ამის მიუხედავად, მოწონებების რაოდენობას ნამდვილად არ უჩივის.