ოჯახი

"მე და ანას შვილები არ გვყავს, მაგრამ ბედნიერი ოჯახი გვაქვს..." - თენგიზ ცერცვაძე მეუღლეზე, კარიერასა და უცნაურ ჰობიზე

"მე და ანას შვილები არ გვყავს, მაგრამ ბედნიერი ოჯახი გვაქვს..." - თენგიზ ცერცვაძე მეუღლეზე, კარიერასა და უცნაურ ჰობიზე
ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსი­სა და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ე­რო-პრაქ­ტი­კუ­ლი ცენ­ტრი - ეს არის სრუ­ლი და­სა­ხე­ლე­ბა იმ კლი­ნი­კი­სა, რო­მელ­საც ყვე­ლა ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­ხე­ლით მო­ვიხ­სე­ნი­ებთ და ბოლო პე­რი­ოდ­ში, ვირუ­სე­ბის გამ­წვა­ვე­ბის ფონ­ზე, და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და მისი დი­რექ­ტო­რი - თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და მე­დი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა.

ცერ­ცვა­ძე ერთ-ერ­თია, ვი­საც თით­ქმის ყო­ველ­დღე უწევს სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე გა­მოს­ვლა და კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით საქ­მის კურ­სში ჩა­ყე­ნე­ბა. ასე­ვე ერთ-ერ­თია, ვისი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და სიმ­შვი­დის იმე­დი აქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

გთა­ვა­ზობთ ჟურ­ნალ "გზის" მიერ ჩა­წე­რილ ინ­ტერ­ვი­უს, სა­დაც ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი
კა­რი­ე­რა­ზე, უც­ნა­ურ ჰობი­ზე, მე­უღ­ლე­ზე სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც ასე­ვე ექი­მია:

- ჩემი ინ­ტე­რე­სის სფე­რო სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი იყო. ახალ­გაზ­რდო­ბი­სას ნა­დი­რო­ბა მომ­წონ­და, ახლა დიდი ხა­ნია, აღარ მი­ნა­დი­რია. სპორ­ტში ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­კა­ვე­ბუ­ლი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ვთა­მა­შობ­დი კა­ლათ­ბურთს და მა­გი­დის ჩოგ­ბურთს, ჭად­რაკ­ში კი სპორ­ტის ოს­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტის ტი­ტუ­ლი მქონ­და. ახლა, რო­დე­საც ასაკ­ში შე­ვე­დი - 70 წელს გა­დავ­ცილ­დი, აღარც დრო მრჩე­ბა და აღარც ენერ­გია, რომ სპორ­ტით დავ­კავ­დე ან ვი­ნა­დი­რო. ახლა ჩემი ჰობი ბუ­ე­ბის შეგ­რო­ვე­ბა გახ­და, 1000-ზე მეტი ეგ­ზემპლა­რი მაქვს.

რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ბუ?


- გულ­წრფე­ლად გი­თხრათ, თა­ვი­სით მოხ­და ასე, თუმ­ცა, მერე რომ დავ­ფიქ­რდი, ალ­ბათ ნა­დი­რო­ბის გავ­ლე­ნაა, რად­გან ბუ ყვე­ლა­ზე კო­ლო­რი­ტუ­ლი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფრინ­ვე­ლია და რა­ღაც­ნა­ი­რი გა­მო­ხედ­ვა აქვს. სხვე­ბი დღი­სით აქ­ტი­უ­რე­ბი არი­ან, ნა­დი­რო­ბენ, ღამე სძი­ნავთ, ბუ კი პი­რი­ქი­თაა. ბევ­რი ლე­გენ­დაა, რომ ბუ ბრძე­ნი ფრინ­ვე­ლია და ა.შ. მე რა ბუ­ე­ბიც მაქვს აქ, ნა­ხე­ვარ­ზე მეტი წიგნ­ზე ზის ან მა­გის­ტრის ქუდი ახუ­რავს, რაც სიბ­რძნეს­თან, მეც­ნი­ე­რე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. უცხო­ეთ­ში ხში­რად მი­წევს სი­ა­რუ­ლი და თა­ვი­დან, რამ­დე­ნი­მე ბუ იქი­დან ჩა­მო­ვი­ტა­ნე.

მერე ჩემი ამ გა­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ მე­გობ­რებ­მა და პა­ცი­ენ­ტებ­მა რომ გა­ი­გეს, ისი­ნიც მჩუქ­ნიდ­ნენ... ახლა დი­რექ­ტო­რი და ხელ­მძღვა­ნე­ლი ვარ და ძი­რი­თა­დად, რთულ შემ­თხვე­ვებ­ში ვუ­წევ კონ­სულ­ტა­ცი­ას, მაგ­რამ თა­ვის დრო­ზე, 20-30 ათა­სი პა­ცი­ენ­ტი მყავს გა­ტა­რე­ბუ­ლი და არა­სო­დეს, არც ერ­თის­გან არც ფული ამი­ღია, არც ფა­სი­ა­ნი სა­ჩუ­ქა­რი. ეს იცი­ან, მაგ­რამ უნ­დათ, რა­ღა­ცით პა­ტი­ვი მცენ და ერ­თმა­ნეთს გა­დას­ცეს, - აი, ბუს თუ მი­უ­ტან, უარს ვერ გე­ტყვი­სო.

გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93