ოჯახი

„ჩვენ გავიმარჯვებთ“: ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი იზოლაციის პერიოდში (+ვიდეო)

„ჩვენ გავიმარჯვებთ“: ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი იზოლაციის პერიოდში (+ვიდეო)
ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე რთულ პერიოდს ქალიშვილთან, პატარა ანნასთან ერთად გადიან. შეგახსენებთ, რომ წყვილს გოგონა იანვრის თვეში შეეძინა.
ცოლ-ქმარი პატარასთან გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს, თუმცა ისე, რომ ანნას სახე არ უჩანდეს. ეს სავსებით ნორმალურია, რადგან მსგავსი გადაწყვეტილება აქამდეც არაერთ ცნობად წყვილს მიუღია.


წყვილმა გამოაქვეყნა ახალი ვიდეოც, რომლის საშუალებითაც #fliptheswitchchallenge-ში ჩაერთნენ. გამოწვევის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ სახალისო ვიდეო გადაიღოთ და თქვენ და თქვენმა რჩეულმა ერთმანეთს ტანსაცმელი გაუცვალოთ. 

ნოეს, სამსახურიდან გამომდინარე, გარეთ გასვლა მაინც უწევს, თუმცა ცოტა
ხნით. „პრაიმშოუს“ წამყვანებმა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და სტუდიაში დამსწრე საზოგადოება აღარ ყოფილა. თავად წამყვანებიც სპეციალური ნიღბებით და ხელთათმანებით გამოგვეცხადნენ და შოუ ასე მიჰყავდათ.

"ღვთის წყალობას გისურვებთ. ეს ვირუსი არ ცნობს რასას და არც საზღვრები გააჩნია.
დარჩი სახლში. ჩვენ, ყველანი, ერთობლივი ძალებით შევძლებთ მასთან გამკლავებას.
ჩვენ გავიმარჯვებთ." - წერს ჯანეტ ქერდიყოშვილი "ინსტაგრამზე". 



ბეჭდვა
e87a93