ნანუკა გუდავაძის და ბერა ივანიშვილის ვაჟი 4 თვისაა. მშობლებმა "ინსტაგრამზე" ახალი ვიდეო და ფოტოები გამოაქვეყნეს. ვიდეოში ჩანს, თუ როგორი რეაქცია აქვს პატარას დედის საუბარზე და როგორ ეცვლება ემოციები ნანუკას საუბრის მიხედვით.
"ბერუკა ასე ცდილობს გითხრას: "დედიკო"- მიმართა ერთ-ერთმა გამომწერმა მოდის ბლოგერს.
პატარას მიმართ გულშემატკივრები განსაკუთრებულ სითბოს ამჟღავნებენ და მის ყოველ ახალ ფოტოს აღფრთოვანებულები ხვდებიან. ამბობენ, რომ ბერუკა ლამაზი ბავშვია. მათ შორის არაერთი უცხოელია, რომლებიც თბილ სიტყვებს არ იშურებენ.
ცოტა ხნის წინ ბერამ გამოაქვეყნა პირველი ფოტო, რომელიც თავის დროზე ნანუკასთან ერთად გადაიღო, რასაც ასევე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.