ოჯახი

ამირან გამყრელიძის მეუღლე და შვილები - უცნობი ფაქტები ცნობილ ექიმზე

ამირან გამყრელიძის მეუღლე და შვილები - უცნობი ფაქტები ცნობილ ექიმზე
ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის საფრ­თხის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, პრაქ­ტი­კუ­ლად, გა­მუდ­მე­ბით ვხე­დავთ ეკ­რა­ნებ­ზე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორს, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძეს. მას აქამ­დეც იც­ნობ­და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო და საკ­მა­ოდ დიდი პა­ტი­ვის­ცე­მი­თა და ნდო­ბით სარ­გებ­ლობ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, თუმ­ცა ბოლო დღე­ებ­ში ნამ­დვილ ვარ­სკვლა­ვად იქცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ამ სა­ყო­ველ­თაო პა­ნი­კა­ში ის აღ­მოჩ­ნდა ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის სიმ­შვი­დე და და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ტონი ბევრ ადა­მი­ან­ზე ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს და პა­ნი­კას თით­ქოს გან­მუხ­ტავს კი­დეც.

ცნო­ბი­სათ­ვის, ბა­ტო­ნი ამი­რა­ნი მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რია, სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სრუ­ლი პრო­ფე­სო­რი. სა­ქარ­თ­ვე­ლოს შრო­მის,
ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრი იყო 2001 წლის 29 დე­კემ­ბრი­დან 2003 წლის 27 ნო­ემ­ბრამ­დე. არის ევ­რო­პის ალერ­გი­ი­სა და კვლე­ვი­თი იმუ­ნო­ლო­გი­ის აკა­დე­მი­ის წევ­რი, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.

და­ი­ბა­და 1951 წლის 24 იან­ვარს თბი­ლის­ში. სწავ­ლობ­და თბი­ლი­სის №4 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტი და მა­ლე­ვე და­ი­ნიშ­ნა იმა­ვე ინ­სტი­ტუ­ტის ალერ­გო­ლო­გი­ის კა­თედ­რის უფ­როს ლა­ბო­რან­ტად; 1991-96 წლებ­ში იყო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვლე­ვი­თი და ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის ალერ­გი­ულ და­ა­ვა­დე­ბა­თა ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ი­სა და კვლე­ვი­თი იმუ­ნო­გე­ნე­ტი­კის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე. 1988-96 წლებ­ში თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კლი­ნი­კუ­რი და ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის ალერ­გი­ულ და­ა­ვა­დე­ბა­თა ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ი­სა და იმუ­ნო­გე­ნე­ტი­კის დე­პა­რ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი; 1995-97 წლებ­ში მუ­შა­ობ­და ჯან­დაც­ვის მარ­თ­ვის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რად. 1997-2001 წლებ­ში იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე; 2001004 წლებ­ში - მი­ნის­ტრი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
e87a93