ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის საფრთხის მატებასთან ერთად, პრაქტიკულად, გამუდმებით ვხედავთ ეკრანებზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს. მას აქამდეც იცნობდა მთელი საქართველო და საკმაოდ დიდი პატივისცემითა და ნდობით სარგებლობდა საზოგადოებაში, თუმცა ბოლო დღეებში ნამდვილ ვარსკვლავად იქცა სოციალურ ქსელში. ამ საყოველთაო პანიკაში ის აღმოჩნდა ადამიანი, რომლის სიმშვიდე და დამაჯერებელი ტონი ბევრ ადამიანზე ძალიან დადებითად მოქმედებს და პანიკას თითქოს განმუხტავს კიდეც.
ცნობისათვის, ბატონი ამირანი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია, საქართველოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იყო 2001 წლის 29 დეკემბრიდან 2003 წლის 27 ნოემბრამდე. არის ევროპის ალერგიისა და კვლევითი იმუნოლოგიის აკადემიის წევრი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამების კოორდინატორი საქართველოში.
დაიბადა 1951 წლის 24 იანვარს თბილისში. სწავლობდა თბილისის №4 საჯარო სკოლაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი და მალევე დაინიშნა იმავე ინსტიტუტის ალერგოლოგიის კათედრის უფროს ლაბორანტად; 1991-96 წლებში იყო სამედიცინო უნივერსიტეტის კვლევითი და ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის ალერგიულ დაავადებათა ეპიდემიოლოგიისა და კვლევითი იმუნოგენეტიკის განყოფილების გამგე. 1988-96 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის ალერგიულ დაავადებათა ეპიდემიოლოგიისა და იმუნოგენეტიკის დეპარტამენტის უფროსი; 1995-97 წლებში მუშაობდა ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის დირექტორად. 1997-2001 წლებში იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; 2001004 წლებში - მინისტრი. წაიკითხეთ სრულად