ივანიშვილების ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელი, 4 თვის ბერუკა ხალისიანი და ემოციური ბავშვია.
მისი მშობლები "ინსტაგრამზე" ახალ ფოტოებსა და ვიდეოებს ხშირად აქვეყნებენ. ამჯერად ბერამ გადაწყვიტა, რომ შვილის სახალისო ვიდეო გამოექვეყნებინა, სადაც ჩანს, როგორ უსმენს მუსიკას. ეს მუსიკა ბერამ შვილს მიუძღვნა, რაც თავადვე აღნიშნა.
პატარას რეაქციებს ბევრი ადამიანი ეხმაურება და აღნიშნავენ, რომ ის ძალიან მხიარული და საყვარელია.
"ღიმილა ბიჭი გყავთ. მზესავით ბიჭია ბერუკა", "ყოველდღე ველოდებით, რომ ახალი სურათი დაგვხვდება და ვეფერებით ბევრს. ბერუკა არის ნამდვილი ბედნიერება!", "რა არის ბედნიერება, სიყვარული, სითბო, ცხოვრების აზრი და მომავალი... შეხედეთ ანგელოზის სიცილს და წამებში შეიგრძნობთ. უფალმა ბედნიერი გაგზარდოს, პატარა ვაჟკაცო", - წერენ გამომწერები.