ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე აქტიური ტიკ-კოკერების რიგებს შეუერთდნენ. მათ ცოტა ხნის წინ სახალისო ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც პატარა ბერუკა მთავარი გმირია. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამგვარი ვიდეოები ნამდვილი მისწრებაა, რადგან პატარების დანახვა სტრესს გვავიწყებს.
მსგავს დადებით ვიდეოებს ქართველი თუ უცხოელი მშობლები შვილებთან ერთად ხშირად იღებენ და ეს უკვე საკმაოდ ტრენდული მიმართულებაა.
ცხადია, ამ ვიდეოსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ისევე, როგორც ახალ ფოტოს, სადაც ბერა ვაჟთან ერთადაა და ორივეს ჩოხა აცვია.
ბერუკა ივანიშვილი 4 თვისაა და გარშემომყოფები ხშირად აღნიშნავენ, რომ მხიარული და ლამაზი ბავშვია. მას ძალიან ბევრი უცხოელი გულშემატკივარი ჰყავს, რომლებიც ახალი ფოტოებისა და ვიდეოების დადებას მოუთმენლად ელიან და თბილ სიტყვებს არ იშურებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლები ცდილობენ, პატარას სტილი შეუქმნან და ზრუნავენ იმაზეც, რომ მრავალფეროვანი სამახსოვრო ფოტოები გადაუღონ.