წყვილებისთვის სახლში ყოფნა და ერთმანეთთან უფრო მეტი დროის გატარება ინსპირაციის წყაროდაც შეიძლება იქცეს.
ამის ნათელი მაგალითია ეს ვიდეოც, რომელიც ნანუკა გუდავაძემ ცოტა ხნის წინ თავის „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.
ტიკ-ტოკზე არც ისე ბევრი ცნობადი სახეა დარეგისტრირებული, თუმცა წყვილი ბოლო დროს იქაც გააქტიურდა და ცდილობენ, სახალისო ვიდეოები გადაიღონ. ცხადია, მათ ვიდეოებს უკვე დიდი გამოხმაურება აქვს.
ეს ვიდეოც რეალობას აღწერს, რომელიც რუტინასთანაც ასოცირდება და ამავდროულად, დადებით ხასიათს ატარებს. დაახლოებით ასე ჟღერს: „როგორ მივიქციოთ ქმრის ყურადღება, თუ ის იზოლაციის პერიოდში თამაშებზე გადაერთო“...
თუ სახლში ყოფნით მოიწყინეთ, მსგავსი ვიდეოს გადაღება მშვენიერი იქნება. შეგვიძლია ჩვენში არსებულ კრეატივს მოვუხმოთ და თუ მაინცდამაინც სახალისო აპლიკაციებით სარგებლობა არ გვსურს, უბრალოდ სოციალურ ქსელში მეგობრები გავაღიმოთ და დადებითი განწყობა შევუქმნათ.
"ქალური ძალა სულ სხვაა", "რა საყვარლები და კარგები ხართ" - ეხმაურებიან ცნობადი წყვილის ვიდეოს გამომწერები.