შექმნილი ვითარების გამო, ადამიანებს დადებითი განწყობის შენარჩუნება უჭირთ, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ვიდეოები შემეგროვებინა, რომლებიც გვაჩვენებს, რომ პანდემიის პერიოდშიც შეგვიძლია ხალისიანები და მიზანსწრაფულები ვიყოთ. ვიდეოები ძირითადად „ტიკტოკიდანაა“, რომლებსაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი ადამიანები „ინსტაგრამზეც“ აქვეყნებენ.
ცეკვა, სიმღერა, ოჯახური გარემო, ყოველდღიური რუტინა და დადებითი ელფერი სწორედ ის არის რაც ამ ვიდეოებში დაგხვდებათ. მთავარია გავაცნობიეროთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, დავრჩეთ სახლში და შეძლებისდაგვარად განვიტვირთოთ.
ნანუკა გუდავაძე და მისი მეუღლე სოციალურ ქსელში გააქტიურდნენ და მათ ვიდეოებს ბევრი გამოხმაურება აქვს. ისევე, როგორც ბევრი სხვა წყვილი, ბერა და ნანუკაც პატარასთან ერთად გადაღებულ ვიდეოებს და ფოტოებს აქვეყნებენ. პატარა ბერუკას არაერთი გულშემატკივარი ჰყავს.
ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს მოდელი მირანდა შელიაც, რომელიც იზოლაციის პერიოდში "ტიკტოკზე" გააქტიურდა.
იუთუბერების ოჯახი "ინსტაგრამზე" და ზოგადად სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დადებითი შეფასებები ადამიანებს მათთვის ნამდვილად არ ენანებათ.
გადავხედოთ მათ ვიდეოებსაც, რომლებიც სწორედ იზოლაციის პერიოდში გადაიღეს და შემოგვთავაზეს.
გამოწვევებში აქტიურად იღებენ მონაწილეობას ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძეც.