რამდენ ადამიანს შეუძლია ის, რომ პარტნიორს ღალატის შემდეგ მეორე შანსი მისცეს და ისევ ისე ან უფრო მეტად ენდობოდეს? ამ სტატიაში იხილავთ რამდენიმე ისტორიას, თუ რა შეიძლება მოხდეს მსგავს სიტუაციებში. მერწმუნეთ, ვარიანტების სპექტრი საკმაოდ ფართოა!
1 - ”ვაპატიე, რადგან ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი მხოლოდ ფოტოების გამო მოხდა. ვენდობოდი ზუსტად იმ მომენტამდე, ვიდრე ჩემს საუკეთესო მეგობართან გააბამდა ფლირტს. შემდეგ კი ისეთი დეტალები გაირკვა, რომ სჯობს, კიდევ ერთხელ არ გავიხსენო."
2 - ”მე მას მეორე შანსი მივეცი და რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაფერი მშვენივრად იყო, მაგრამ შემდეგ მივხვდით, რომ გაუგებრობაში ვიყავით. ღალატის განმეორების ალბათობა ჩვენს ურთიერთობას ასამარებდა. მეგობრული ურთიერთობა კი შევინარჩუნეთ, მაგრამ უკვე სხვებს ვხვდებით.”
3 - ”ჩემმა ქმარმა თავისი ღალატი ახსნა იმით, რომ მისთვის დრო არასდროს მქონდა და მის სურვილებს არ ვითვალისწინებდი. იმ პერიოდში ჩვენი შვილი 2 წლის იყო, დედაჩემი კი მძიმედ იყო ავად და ვუვლიდი. რა თქმა უნდა, მართალი იყო იმაში, რომ დრო არ მქონდა, მაგრამ შემეძლო ჩემი ზოგიერთი მოვალეობა მის გამო გადამედო, მაშინ, როცა ის სხვა ქალებთან ერთად ყოფნას ამჯობინებდა.”
4 - ”რაღაც მომენტში, შევწყვიტე ყურადღების გამახვილება იმაზე, თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა მომდევნო ღალატს. იქამდე, ვიდრე ურთიერთობით კმაყოფილი ვიყავი. შემდეგ დაიწყო სერიოზული ცვლილებები. მას ხასიათი ისევ შეეცვალა, მე დავიღალე, ჩვენი ურთიერთობა მეგობრულ სექსს ემსგავსებოდა და მეტს არაფერს. ერთად ვიყავით იქამდე, ვიდრე ორივეს ცხოვრებაში სხვა ადამიანი გამოჩნდებოდა. ჩვენ ცალკე გადავედით და ერთმანეთთან კომუნიკაცია საბოლოოდ შევწყვიტეთ.”
5 - ”ჩვენი ქორწინება თითქმის 5 წელს ითვლიდა. ის ხშირად მატყუებდა და ამას ყოველთვის ვხვდებოდი. ვაპატიე, რადგან სხვა მხრივ ის იდეალური პარტნიორი იყო! გასათვალისწინებელია ისიც, რომ რთული ბავშვობა ჰქონდა. მე მომწონდა, როცა მას თანავუგრძნობდი და ვეხმარებოდი. ორი შვილი გვყავს, ის კი შესანიშნავი მამაა. თუმცა, არ შეეძლო შეეწყვიტა ტყუილების თქმა, რომლებშიც უკვე ორივე ვიძირებოდით.
ურთიერთობამ თავისი თავი ამოწურა და როდესაც ეს გავაცნობიერე, მივხვდი, მასთან თავს მოხუცად ვგრძნობდი და არა პატარა გოგოდ. განვქორწინდით. ორი თვე გავიდა. ძნელია ახალი ცხოვრების დაწყება და თავის დამკვიდრება, მაგრამ ახლა თავისუფლებას ვგრძნობ.”
6 - ”გულწრფელად ვეცადე, რომ ურთიერთობა შემენარჩუნებინა. თავიდან მე მას არ ვაპატიე, თუმცა, რადგან მიყვარდა, წინააღმდეგობის გაწევა გამიჭირდა, როცა რამდენჯერმე სცადა ჩემი დაბრუნება. ვაპატიე და ისეთივე თავდაჯერებული იერით მატყუებდა, როგორც ადრე. როგორ ფიქრობთ, კიდევ ვაპატიებდი? ამჯერად ყველაფერი ნამდვილად დასრულდა.”
7 - ”ჩემს ქმარს ხანმოკლე ურთიერთობა ჰქონდა კოლეგასთან, რომელმაც თამამი ფოტოები გამოუგზავნა. მე ეს ფოტოები შემთხვევით ვნახე და განქორწინებაც კი მინდოდა. ამის მიუხედავად, მაინც ვაპატიე, რადგან პატარა ბავშვი გვყავდა.
ჩემი ქმარი ყოველთვის ცდილობდა, რომ ყველას დახმარებოდა და ვერ ხედავდა საზღვარს - რისი უფლება ჰქონდა და რისი არა. მის თანამშრომელს თავის პრობლემებზე საუბარი უყვარდა და ვიღაცის მხარზე ტირილი. ჩემი ქმარი მზად იყო, რომ ეს მისი მხრები ყოფილიყო. ის მადანაშაულებდა, რომ მე მზად ვიყავი, ფოტოების გამო ოჯახი დამენგრია! მთხოვა, შემირიგდიო, ფსიქოლოგთან წასვლაზეც მესაუბრა და წავედით.
ორი შეხვედრაც საკმარისი აღმოჩნდა. შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ისეთი პატარა ამბების გახსენება, რამაც იქამდე ჩვენი ურთიერთობა დანგრევამდე მიიყვანა. ამ ვიზიტების შემდეგ ერთმანეთთან დავახლოვდით და გადავწყვიტეთ, მეორე შვილიც გაგვეჩინა.”
8 - ”დაიფიცა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ შეცდომა იყო. მჯეროდა, თუმცა სულ ტყუილად. ერთხელ მოტყუებულმა ურთიერთობა რომ გავაგრძელე, აღმოვაჩინე კიდევ ხუთი ტყუილი და ისიც კი, რომ ჩემს ორ მეგობართანაც ჰქონდა კონტაქტი.”
9 - ”მან მომატყუა და იმ ორ კაცთან ჰქონდა კონტაქტი, რომლებთანაც ვმეგობრობდი. შემდეგ დაორსულდა (ჩემგან). ამიტომ, მე მას ვაპატიე, იმიტომ, რომ ბავშვს სრულყოფილი ოჯახი ჰქონოდა. ვეცადეთ, მაგრამ ჩემი შვილის დაბადებიდან მალევე დავშორდით.
მან მალევე იპოვა დამამშვიდებელი და ვფიქრობდი, რომ იქნებ ასე უკეთესი იყო. ახლა მე ქორწინებაში ვიმყოფები. მე და ჩემი მეუღლე ერთად ვიღებთ მონაწილეობას ჩემი უფროსი ქალიშვილის აღზრდაში და მას არაფერს ვაკლებთ. მე რომ მაშინ მასთან დავრჩენილიყავი, არც კი ვიცი, სადამდე მიგვიყვანდა ეს ტოქსიკური ურთიერთობა.”
10 - ”ჩემმა ბიჭმა სამსახურიდან შემოთავაზება მიიღო და გაემგზავრა. მან ვერ გაუძლო ცდუნებას და მაშინვე აღიარა. ამაზე ბევრი ვისაუბრეთ და მე გადავწყვიტე, რომ მისი პატიება ღირდა. ჩვენ გავუძელით ამ სიტუაციას და გავძლიერდით, მაგრამ ნდობა ბოლომდე არ დაბრუნებულა. მოხარული ვარ, რომ მას მეორე შანსი მივეცი, რადგან ყველა უშვებს შეცდომას და მნიშვნელოვანია, საბოლოოდ რა შედეგს მიიღებს ადამიანი.”
11 - ”ის ხშირად ფლირტაობდა გოგონებთან. არ მსურდა ამ ყველაფრის ატანა და 9-წლიანი ურთიერთობა დავასრულე. ისე იქცეოდა, თითქოს ჩემ გარდა არავინ და არაფერი სჭირდებოდა, მაგრამ ეს სიცრუე იყო... სჯობდა მეტად გვეზრუნა ურთიერთობის განვითარებაზე და ერთი ადგილი არ დაგვეტკეპნა.”
12 - ”ჩემს საუკეთესო მეგობართან მიღალატა! მასთან მრავალი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი. ძლივს გამოვნახე ძალა, რომ მეპატიებინა... და აი, სწორედ ამის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ ახლა ყველაფერი შესაძლებელია! დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი, ურთიერთობა გადამერჩინა, საბოლოოდ კი მივხვდი, რომ საკუთარი თვითშეფასება უფრო ძვირად ფასობს. მუდმივად შოუების დადგმა და მსგავსი სცენების ლოდინი კი ურთიერთობას ძალას აცლის. ამიტომაც, გავტყდით.”
გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილებაც.