როგორც ცნობილია, ყველა თავისებურად გამოხატავს ტრავმულ ამბებსა და მდგომარეობაზე რეაქციებს. ზოგი საკუთარ თავს უთმობს დროს, ზოგი დეპრესიაში ვარდება; მესამე საერთოდ თავს ისე აჩვენებს, თითქოს არაფერი მომხდარა. ჩვენი მკითხველის ისტორია დეპრესიაზეა, რომელმაც ფსიქოსომატურ ტკივილებამდე მიიყვანა სექსის შედეგად. როგორ გადაურჩა მისი ქორწინება განქორწინებას და როგორ მოახერხა მეუღლესთან ერთად ყველაფრის თავის ადგილებზე დაბრუნება.
"წარმოდგენა არ მქონდა, რა დამემართებოდა ბავშვის გაჩენის შემდეგ. მეგონა, ყველაფერი მარტივად და ბუნებრივად იქნებოდა, თუმცა წინასწარ ვერ გათვლი, როგორ დალაგდება ყველაფერი. ჩემი პირველი მშობიარობა ისეთი საშინელი იყო და იმდენ ხანს მიმდინარეობდა, სულ მალე გადავედით სხვა ქალაქში საცხოვრებლად იმისათვის, რომ ჩემს ოჯახთან ვყოფილიყავი ახლოს. ჩემი მეგობრებისგან შორს აღმოვჩნდი და მარტოსულად ვგრძნობდი თავს, მოწყენილი ვიყავი, მაგრამ მიმაჩნდა, რომ ყველაფერი კარგად იყო. როცა შვილს თვე-ნახევარი შეუსრულდა, მეუღლე სექსზე ალაპარაკდა. მე მორალურად არ ვიყავი ჯერ კიდევ მზად, თუმცა, რადგან მას უნდოდა, დავთანხმდი. მან მითხრა, რომ ტკივილი ახალი ნაკერებით არის გამოწვეული და მალე გამივლის. გადიოდა დრო, ტკივილი არ ქრებოდა. მეც ვცდილობდი, სხვადასხვა ტყუილით უარი მეთქვა სექსზე: დასაძინებლად ადრე ვწვებოდი, გავდიოდი სახლიდან, ვალაგებდი, ბავშვს ვუვლიდი. სრული კოშმარი იყო. მიყვარდა ჩემი მეუღლე, მაგრამ სექსი ტკივილს მაყენებდა. ვგრძნობდი, რომ ქმარს ვშორდებოდი. არადა, სულაც არ მსურდა ბავშვის უმამოდ გაზრდა. განადგურებული ვიყავი და საკუთარ თავთან გამუდმებით ბრძოლაში. მეუღლე ცდილობდა, გამგებიანი ყოფილიყო, მაგრამ რაღაც ეტაპზე ერთმანეთთან კომუნიკაცია შევწყვიტეთ. მეც საკუთარ ნაჭუჭში ჩავიკეტე.
სულ უფრო და უფრო ცუდად ვიყავი. დამეწყო პანიკური შეტევები. როცა შვილს სამი წელი შეუსრულდა, ექიმთან მივედი და პირდაპირ კაბინეტში ავტირდი. ვეუბნებოდი, რომ ვერ გავართვი თავი დედობას და ცოლობას. გამომიწერეს ანტიდეპრესანტები, გამიშვეს ფსიქოთერაპევტთან. როგორც გაირკვა, საქმე მშობიარობის შემდგომ დეპრესიაში იყო, რაც სექსის მიუღებლობით გამოიხატებოდა. თერაპია ეძღვნებოდა ჩვენს სიახლოვეს, რაც მხოლოდ სექსს არ ითვალისწინებდა. უბრალოდ, ერთად დროის გატარება უნდა გვესწავლა, გვემხიარულა, გვეგრძნო საკუთარი თავები და ზეწოლა არ მოგვეხდინა ერთმანეთზე. ერთი წლის შემდეგ ვიგრძენი, როგორ ვუბრუნდებოდი საკუთარ თავს. მეუღლესთან ერთად განვიხილავდი არსებულ სიტუაციას, ანტიდეპრესანტების მიღებაც შევამცირე და უკვე მზად ვიყავით მეორე შვილისთვის. სექსუალური ცხოვრება უკეთესობისკენ წავიდა.
ტვინი და ფიზიკური ჯანმრთელობა ერთმანეთთან კავშირშია. არასასიამოვნო მომენტებს შეუძლია ორგანიზმზე ცუდი გავლენის მოხდენა. ამიტომ აუცილებლად უნდა მიაგნოთ ნამდვილ მიზეზს. მეორე მშობიარობის შემდეგ ორივეს გვეშინოდა სექსის, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. სექსიც ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე პირველ შვილამდე. ჩვენი ცხოვრებაც ნელ-ნელა დალაგდა და იმაზე უკეთესი გახდა, ვიდრე შვილების ყოლამდე იყო."