ოჯახი

გინდათ, რომ თქვენი შვილები ბედნიერები გაიზარდონ? მაშინ ეს 10 რამ მათ თვალწინ გააკეთეთ

გინდათ, რომ თქვენი შვილები ბედნიერები გაიზარდონ? მაშინ ეს 10 რამ მათ თვალწინ გააკეთეთ
"თუკი თვლით, რომ ბავშვებს ზრდით, ცდებით. სინამდვილეში ჩვენ უფროსებს ვზრდით" - ამბობს ოჯახის ფსიქოლოგი და მწერალი სიუზენ სტიფელმანი. იმას, რასაც მშობლები აკეთებენ, ბავშვისთვის ხდება ნორმა. შესაბამისად, ჩვევებსა და ქცევის წესებს სამუდამოდ ინარჩუნებენ. სტიფელმანი თვლის, რომ მშობლებმა 10 რამ თავიანთი ბავშვების თვალწინ უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ დაანახვონ, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ქმედება.
Family Story – Greetings (With images) | Motion design animation ...

1. გადალახეთ ცხოვრებისეული სირთულეები

  • მშობლები სამსახურში წარუმატებლობის დამალვას ხშირად ცდილობენ იმისათვის, რომ ბავშვის თვალში არ დაკარგონ გმირი დედ-მამის სტატუსი. თუმცა ფსიქოლოგი სტიფელმანი გვირჩევს: "დაანახვეთ თქვენს შვილებს
    ცხოვრების სირთულეები, როგორ უმკლავდებით წინაღობებს, როგორ ისვენებთ ძალების აღსადგენად და როგორ გეშინიათ, ითხოვთ დახმარებას". ეს მიდგომა მათი აღზრდისას ყველაზე ადეკვატურია იმისათვის, რომ არ ეგონოთ სამყარო იდეალური.

2. იტირეთ, თუკი ამის სურვილი გაქვთ

  • "მწუხარება - ეს ნორმალურია". უნდა იცოდეს თქვენმა შვილმა, მწუხარება ცუდი არ არის, მისი დამალვა კი გარშემომყოფებისგან ნამდვილად არ ღირს.

Family by Seth Eckert for The Furrow on Dribbble

3. აკოცეთ თქვენს პარტნიორს, ნუ გერიდებათ ბავშვების

  • გრძნობების ღიად გამოხატვა ურთიერთობებში - ეს ნორმალურია. ამისათვის კი დატვირთული დღის პერიოდშიც შესაძლოა დროის გამონახვა. აკოცეთ ლოყაზე თქვენს მეუღლეს. ეს ბავშვებს დაანახვებს, რომ ოჯახური ცხოვრება მხოლოდ ერთად საჭმლის მირთმევით და ცხოვრებით არ შემოიფარგლება.

4. დაკავდით ფიზიკური აქტივობებით

  • აუცილებელია ბავშვებს ჩამოუყალიბოთ აქტიური ცხოვრების რეჟიმისადმი სიყვარული. ეს მნიშვნელოვანია თუნდაც სახლში ვარჯიშებით. ბავშვი უნდა მიეჩვიოს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი და მუდმივი მოძრაობა - ნორმალურია, ვინაიდან ასე იქცევიან მისი ბედნიერი და ჯანმრთელი მშობლებიც.

Family illustration by Daniel Jędrzejczyk on Dribbble

5. მიაქციეთ ყურადღება გარშემო მომხდარ ამბებს, მხოლოდ საკუთარ თავზე ნუ ჩაიციკლებით

  • საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლა და სხვების დახმარება მნიშვნელოვანია. მთავარია, ბავშვმა დაინახოს, რომ რასაც აკეთებთ, სწორია და მიმართულია სიკეთის გამოხატვისკენ სხვების მისამართით.

6. იცხოვრეთ არსებული ფინანსებით

  • ბავშვმა მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ ყველაფრის ყიდვას ვერ მოახერხებთ. მას უნდა აუხსნათ და დაანახვოთ, რომ მიუხედავად იმისა, ყველაფერი, რაც საჭიროა, მუდამ აქვს, ფულის ტყუილად ხარჯვა არ არის კარგი, ეკონომიურობა მნიშვნელოვანია ოჯახისთვის. შესაბამისად, რაც მოუნდება, ყველაფერს ყოველთვის ნუ უყიდით. ასე მას უფრო გაათამამებთ და გაანებივრებთ, შედეგად კი ეს ცუდი ჩვევის სახით ჩამოუყალიბდება ზრდასრულობაშიც.

prk_scene – 3rdfloor Video & Animation Studio

7. არასდროს შეწყვიტოთ სწავლა

  • აუცილებელია ბავშვებს დაანახვოთ მზაობა რაიმე ახლის შემეცნებისადმი. ეს ჩამოუყალიბებთ სიახლეების მიღების, სწავლისა და თვითგანვითარების სურვილს.

8. იყავით კეთილი საკუთარი თავის მიმართ

  • ფსიქოლოგებმა დაკვირვებების შედეგად დაასკვნეს, რომ იმ ადამიანების თვითშეფასება, რომლებიც დამოკიდებულნი არიან გარეგან „წყაროებზე“ (სხვისი შეფასება და დასტური), მიდრეკილნი ხდებიან ფსიქიკური დაავადებებისადმი, ხოლო ის, ვინც საკუთარ თავზეა დამოკიდებული, სწრაფად ვითარდება, ბევრ რამეს ასწრებს და დამღუპველ ჩვევებს თავიდან იცილებს. ასწავლეთ ბავშვებს საკუთარი თვითშეფასების ამაღლება. ეს მათ პიროვნების სწორად ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს.

Emotions Clipart Emotional Person - Happy Family Cartoon Logo ...

9. დაანახვეთ ბავშვებს თქვენი ადამიანური მხარე

  • ეს იქნება პატიება, გულწრფელი საუბრები, კარგი ადამიანების შექება. ამით ბავშვებს დაანახვებთ, თუ რამდენად არ ღირს ერთ რამეზე ჩაციკვლა და სხვისი გაწირვით საკუთარი წარმატების შექმნა.

10. იყავით კრეატიულები

  • კრეატიულობის არსი საკუთარი თავის გამოხატვაშია და არა მიღწევებში. თუკი ფლეიტაზე დაკვრა მოსწონს თქვენს შვილს, არ შეუშალოთ ხელი, მაშინაც კი, თუკი იცით, რომ მსოფლიო დონის ვირტუოზი არ გახდება. თავისუფალ დროს საოჯახო გასართობი თამაშებით დაკავდით. ეს თქვენს ბავშვს კრეატიულობის განვითარებისკენ უბიძგებს.
Family Gif
წყარო:cluber
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93