ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ მოდის ბლოგერს, ნანუკა გუდავაძეს, მშვენიერი და ჰყავს.
ანი დახვეწილი გოგონაა. ის თბილისში არსებულ ერთ-ერთ პრესტიჟულ სალონში მენეჯერად მუშაობს, რომელიც მისივე ოჯახს ეკუთვნის.
მშვენიერ მენეჯერს თბილი და ლამაზი ოჯახი აქვს, მისი მეუღლე კი ბიზნესმენი ნიკა ფიცხელაური გახლავთ. ცოლ-ქმარს ძალიან უყვარს მოგზაურობა და დადებითი მომენტების კადრებად შემონახვა, რაც ამ ფოტოებშიც იგრძნობა.
ანის და ნიკას უსაყვარლესი პატარა ჰყავთ, რომელიც ბერას და ნანუკას ბერუკაზე უფროსია.
ანი და ნანუკა ერთმანეთს არამხოლოდ დახვეწილი სტილითა და სისადავით, არამედ სიცილით და ნაკვთებითაც ჰგვანან.
დები "ინსტაგრამის" აქტიური მომხმარებლები არიან და გამომწერებს სიახლეებს ხშირად სთავაზობენ.
ერთად გადავხედოთ მშვენიერი ანი გუდავაძის ოჯახურ ფოტოებს და "ინსტაგრამზე" მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტებს: