ივანიშვილების ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენლის გამოჩენა გამომწერებს ყოველთვის ძალიან ახარებთ.
ბოლო დროს ბერა და ნანუკა ტიკ-ტოკზე უფრო მეტად აქტიურობენ, თუმცა, ცხადია, არც „ინსტაგრამი“ მიუტოვებიათ. მათი ვაჟი ბერუკა უკვე 7 თვის ხდება.
ამჯერად პატარას ფოტოები ნანუკამ შემოგვთავაზა.
ბევრი აღნიშნავს, რომ ბერას მეუღლე სისადავის განსახიერებაა, რისი დასტურიც ეს ფოტოც შეიძლება იყოს.
ტიკ-ტოკზე გამოაქვეყნა შვილთან ერთად გადაღებული ვიდეოც, სადაც ე.წ. BEFORE-AFTER კადრები ჩანს.
ასეთი თბილი სიტყვებით ეხმაურებიან გამომწერები ახალ ფოტოებს: „ეს ბავშვი მზეს ჰგავს“, „იდეალური ოჯახი ხართ“, „ძალიან კარგები ხართ, მაგრამ ეს სიხარული ნამდვილი ანგელოზია“, „ნანუკა, როგორ გგავს, ძალიან ლამაზები ხართ“...
მშობლები ცდილობენ, რომ ფოტოსესიის დროს ბერუკას ისეთი ფერის სამოსი შეურჩიონ, რომ მათ ჩაცმულობასთან თანხვედრაში მოდიოდეს. ეს მართლაც მნიშვნელოვანი ნიუანსია და ოჯახურ ერთიანობას ხაზს კიდევ უფრო მეტად უსვამს.