ბოლო დროს ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე „ინსტაგრამზე“ თითქმის არ აქტიურობდნენ.
მათ ერთ-ერთ ახალ ფოტოზე აღნიშნეს ის, რომ თავიანთი გამომწერები მოენატრათ.
ცხადია, ახალ ფოტოს ბევრი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და გამომწერებმაც იმავე ემოციით გასცეს პასუხი.
პატარა ბერუკას ემოციებს და სახალისო ვიდეოებს „ტიკტოკზე“ ბევრი ადამიანი აკვირდება. მშობლებიც, როგორც ჩანს, ამ აპლიკაციაზე გადაერთნენ. მათ „ტიკტოკზე“ უკვე 2 მილიონი გამომწერი ჰყავთ, რაც საგანგებოდ აღნიშნეს.
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ვიდეოები, სადაც ბერუკა მშობლებთან ერთადაა. ერთ-ერთ ასეთ ვიდეოში კი ჩანს, რომ პატარა ჩოხაშია გამოწყობილი. ცხადია, მშობლებმა ამ შემთხვევაშიც სიტუაციის შესაფერისი სამოსი შეარჩიეს.