მოდელი და ტელესახე მარიამ სანოგო სამაგალითო დედაა. მას და მის რჩეულ გიორგი ლაშქარაძეს უსაყვარლესი პატარა ბიჭი ჰყავთ, რომელსაც ზუკა ჰქვია.
გამომწერები ზუკას მიმართ დადებითად არიან განწყობილნი და ტკბილ სიტყვებს არასდროს იშურებენ.
პატარა ძალიან მოუსვენარი და მხიარულია.
ერთ-ერთ ინტერვიუში მოდელმა აღნიშნა, რომ ბავშვის მოვლა საერთოდ არ უჭირს და ყველაფერს სიამოვნებით აკეთებს, ხოლო როდესაც
სამსახურში მიდის, შვილს მეუღლეს უტოვებს.
გამომწერები ზუკას და მარიამის მიმართაც არ იშურებენ კომპლიმენტებს და ამბობენ, რომ წყვილი ერთმანეთს ძალიან უხდება.
მარიამი ჩვეულ ფორმაშია, ალბათ ამას ეკრანიდანაც შენიშნავდით, თუმცა მოდი მის ახალ ფოტოებსაც გადავხედოთ, რასაც ბევრი ადამიანი გამოეხმაურა.