ცოტა ხნის წინ ბერა ივანიშვილმა თავის „ინსტაგრამზე“ შვილთან და მეუღლესთან გადაღებული ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც აღწერაში დაურთო, რომ მათი ვაჟი ბერუკა 8 თვის გახდა.
პატარას გულშემატკივრებს მისი დაბადება გუშინდელივით ახსოვთ, თუმცა დრო სწრაფად გადის.
ცხადია, ბერუკამ უკვე ბევრი მილოცვა მიიღო. მის მიმართ ადამიანებს გულუხვი კომპლიმენტები არასდროს ენანებათ. ალბათ, ეს იმის დამსახურებაცაა, რომ პატარა ძალიან მხიარული და ემოციურია.
ახალი ფოტო გამოაქვეყნა ნანუკამაც. როგორც ყოველთვის, სადა ვარცხნილობით, მსუბუქი მაკიაჟით და ნაკლებად თვალში საცემი სამოსით.
ამჯერად მან პერანგი თმის ფერს შეუსაბამა და მისი თმაც და ზედატანიც ერთ ტონალობაშია. ნანუკას ჩაცმულობა მის რუჯსაც უხდება. მოდის ბლოგერს ყელსაბამები ძალიან უყვარს, ასევე, პატარა ბეჭდებიც და ცდილობს, ყველაზე სადა ლუქსაც კი მოარგოს ისე, რომ ზედმეტად გადატვირთული იერსახე არ ჰქონდეს.
ბერა და ნანუკა ზაფხულის ცხელ დღეებს ზღვის სანაპიროზე ატარებენ და ცდილობენ, სოციალურ ქსელშიც აქტიურები იყვნენ.