ცოტა ხნის წინ გამომწერებმა ანა ახვლედიანს უთხრეს, რომ მათი აზრით, ევა მას ძალიან ჰგავს.
მოდელი „ინსტაგრამზე’“ საკმაოდ აქტიურია. თითქმის ყველა ახალ ფოტოზე შენიშნავთ კომენტარს, რომელიც იუწყება, რომ ანას, მის მეუღლეს და პატარა ევას საყვარელ ოჯახად მიიჩნევენ.
ევა ფერადი და მხიარული გოგონაა, რომლის ფოტოებსაც უყურადღებოდ არასდროს ტოვებენ.
ადრე ისიც აღნიშნეს, რომ მას ზუსტად ისე აცმევენ, როგორც ლამაზ თოჯინას.
„პრინცესა გყავთ“, „ულამაზესია, ვფიქრობ, დედაზე უკეთესიც კი გამოვა“, „ფერიაა ეს გოგო“ - წერენ ქართველი და უცხოელი გამომწერები.
შეგახსენებთ, რომ მოდელი გიგი ბერაიაზეა დაქორწინებული.