ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე ბოლო დროს ერთობლივ ვიდეოებს ხშირად გვთავაზობენ. მათი მიმდევრების რაოდენობა ყოველდღე მატულობს. მას შემდეგ, რაც "ტიკტოკზეც" გააქტიურდნენ, მათ მიმართ ინტერესიც უფრო გაიზარდა.
ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამზე“ ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც სხვადასხვა როლი მოირგეს. გამომწერებს კი დაუსვეს კითხვა, თუ რომელი ტელეშოუა მათი ფავორიტი, ყველა დროის მიხედვით.
ჩანს, რომ წყვილმა სხვადასხვა როლი მშვენივრად მოირგო, რაშიც შესაფერისი სამოსი და აქსესუარები დაეხმარათ.
ბერამ და ნანუკამ ვიდეოებს საინტერესო ფორმატი შეურჩიეს და როგორც ჩანს, გამომწერები ამ მიმართულებამაც დააინტერესა.
ცხადია, პატარა ბერუკაც ისევ ყურადღების ეპიცენტრშია.
„დღეს ჩემს სუპერვარსკვლავს ვკითხე, სურდა თუ არა გადაგვეღო ფოტო და მან თქვა "კი“. - ერთ-ერთი ახალი ფოტოს აღწერას ბერამ ეს მხიარული წინადადება დაურთო.
დიდი მოწონება დაიმსახურა წყვილის ერთობლივმა ფოტომაც, რასაც უამრავი კომენტარი მოჰყვა.