ქართველი ფეხბურთელების, მორაგბეებისა თუ სხვადასხვა სპორტსმენის უმეტესობა დაოჯახებულია, თუმცა მედიაში ხშირად არ ჩანან და საზოგადოებამ არ იცის, თუ ვინ არიან მათი მეორე ნახევრები.
ნახეთ, ვინ არიან ქართველი სპორტსმენების ცოლები.
მოდელი ანა შელია და მორაგბე ლაშა ლომიძე
ანა და ლაშა უკვე რამდენიმე წელია ქორწინებაში იმყოფებიან. მათი ულამაზესი ქორწილი მედიას არ გამოჰპარვია.
ახლა წყვილი ბავშვს ელოდება.
ქართველი სპორტსმენი თორნიკე ოქრიაშვილი და ლიკა მუზაშვილი
ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი უკვე რამდენიმე წელია ლიკა მუზაშვილთან არის ქორწინებაში. წყვილს 2 ბიჭი ჰყავს.
დანიელ და ალექს ოქრიაშვილები
ქართველი სპორტსმენი ვაკო ყაზაიშვილი და გვანცა ნიშნიანიძე
წყვილს ულამაზესი ქალიშვილი ემილია ჰყავს.
ახლა ვაკო და გვანცა მეორე შვილის მოლოდინში არიან.
ქართველი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე და მაია ბიწაძე
წყვილი რამდენიმე წელია ქორწინებაშია და მათ პატარა ბიჭი ნიკალა ჰყავთ.
კალათბურთელი დუდა სანაძე და ანუნა მდივნიშვილი
ულამაზესმა ქართველმა წყვილმა, ანუნამ და დუდამ, ახლახან მოაწერა ხელი.