ბორისლავ მილანოვის და თამარა მილანოვას წყვილი „ინსტაგრამზე“ სხვა წყვილებთან შედარებით ნაკლებადაა აქტიური, თუმცა მომღერალი პერიოდულად მაინც აქვეყნებს ქმართან და შვილთან გადაღებულ ფოტოებს.
შეგახსენებთ, რომ პირველი შვილი - გაბრიელა, თაკო გაჩეჩილაძესა და ბორისლავ მილანოვს 2019 წლის იანვრის თვეში ეყოლათ. შვილს ცოლ-ქმარმა გაბრიელა დაარქვა.
პატარა ანგელოზის ფოტოებს დიდი გამოხმაურება აქვს.
აპრილში თაკოს და ბორისლავს მეორე შვილი შეეძინათ და მას ელია დაარქვეს.
მომღერალი პროდიუსერ მეუღლესთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს, რომელმაც მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა.