ახლა სწორედ იმ წყვილზე ვსაუბრობთ, ვის მიმართაც ადამიანები დადებით განწყობას ამჟღავნებენ.
მათ ცხოვრებაში ახლა საუკეთესო პერიოდია. შეგახსენებთ, ანის და ილოს ივლისის თვეში ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ჯერი დაარქვეს.
წყვილი შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს საკმაოდ აქტიურად აქვეყნებს და გამომწერებს ამით დადებით განწყობას უქმნის.
როგორც ჩანს, პატარას დაბადებამ იმ კუთხითაც იმოქმედა, რომ ახალ პოსტებს უფრო ინტენსიურად აქვეყნებენ, ვიდრე ადრე.
ანის და ილოს გულშემატკივრები კომპლიმენტებს არასდროს იშურებენ და მიაჩნიათ, რომ ეს წყვილი ერთმანეთს ავსებს.