2019-20 წლები ქართველი სელებრითებისთვის მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა. ეს ბოლო პერიოდია, სოციალურ ქსელში ხშირად ვხვდებით ულამაზესი ქორწილის, გრანდიოზული დაბადების დღისა და სხვადასხვა დღესასწაულის ფოტოებს. რამდენიმე წყვილმა კი წელს აქტიურად დაიწყო მედიაში გამოჩენა და წლის საუკეთესო წყვილის ტიტულიც დაიმსახურა.
ნახეთ 2020 წლის ყველაზე პოპულარული წყვილები
ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე
პირველი პოპულარული წყვილი საქართველოს მასშტაბით ბერა ივანიშვილი და მისი ულამაზესი მეუღლე ნანუკა გუდავაძეა. საზოგადოება მათი ცხოვრებით გამორჩეულად ინტერესდება.
წყვილმა ურთიერთობა 2018 წელს დაიწყო და მათი სიყვარული იმავე წელს გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. ახლა ბერასა და ნანუკას პატარა ბიჭი, ბერუკა ჰყავთ, რომლის ფოტოებსაც სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ.
ბერა და ნანუკა სოციალურ ქსელ ,,ტიკ-ტოკის“ აქტიური მომხმარებლები არიან და მეტად ორიგინალური ვიდეოებითაც გამოირჩევიან.
ილო ბეროშვილი და ანი ბებია
მეორე პოპულარული წყვილი საქართველოში მსახიობი ილო ბეროშვილი და ანი ბებიაა. მათი ერთად ყოფნა საზოგადოებისთვის მოულოდნელი იყო. ანიმ და ილომ ნიშნობა ოჯახურ გარემოში გადაიხადეს და საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობეს გაბედნიერება.
ილოს პირველი ქორწინებიდან 2 გოგონა ჰყავს, სულ ცოტა ხნის წინ კი ამ ულამაზეს წყვილს პატარა ბიჭი ჯერი შეეძინა. ილო და ანი ჯერის ფოტოებს აქტიურად აქვეყნებენ სოციალურ ქსელში.
ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე
ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე და მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი ქართული საზოგადოების ერთ-ერთი საყვარელი წყვილია. მათ ერთმანეთი სოციალურ ქსელში გაიცნეს და წყვილის ჩვეულებრივი მიწერ-მოწერა სასიყვარულო რომანში გადაიზარდა.
გაცნობიდან ძალიან მალე ნოემ და ჯანეტმა დაქორწინება გადაწყვიტეს. მოდელმა ულამაზესი წინასაქორწინო წვეულება მოიწყო, რომლის ფოტოებიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. პატარა წვეულებას კი გრანდიოზული ქორწილი მოჰყვა.
ნოეს წინა ქორწინებიდან ალექსანდრე და ლიზა სულაბერიძეები ჰყავს, ახლა კი ჯანეტსა და ნოეს ულამაზესი გოგონა ანა შეეძინათ. ანა წყვილმა სულ ცოტა ხნის წინ გამოაჩინა სოციალურ ქსელში.
ანუკი არეშიძე და კახი კალაძე
ქალაქის მერი კახა კალაძე და დიზაინერი ანუკი არეშიძე ასევე არანაკლებ პოპულარული წყვილია საქართველოში. მათი სიყვარულის ისტორია ჯერ კიდევ 11 წლის წინ მილანში დაიწყო და ახლა წყვილს 4 შვილი ჰყავს.
ანუკი ოჯახის პარალელურად ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ხაზს, ANOUK-ის მართავს. წყვილი დილიდან საღამომდე დაკავებულია, თუმცა ისინი ოჯახისთვის დროს მაინც იტოვებენ.
11-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ანუკიმ და კახიმ გრანდიოზულად დაიწერეს ჯვარი და გამორჩეული, დახვეწილი ცერემონიაც გადაიხადეს.
წყვილს 4 ბიჭი ჰყავს, მათ 2 წლის წინ კიდევ ერთი ბიჭი ნიკოლა შეეძინათ. ნიკოლა ჯერჯერობით ოჯახის ყველაზე პატარა წევრია.