ოჯახი

"ჩემს ცხოვრებაში სრულიად დაუგეგმავი რაღაც მოხდა - ეს ნახევრად ველური, აფხაზი ბიჭი შემიყვარდა" - სოხუმში სამუშაოდ წასული ქართველი გოგონას ამბავი

"ჩემს ცხოვრებაში სრულიად დაუგეგმავი რაღაც მოხდა - ეს ნახევრად ველური, აფხაზი ბიჭი შემიყვარდა" - სოხუმში სამუშაოდ წასული ქართველი გოგონას ამბავი
სოხუმში სამუშაოდ წასული ქართველი გოგონას დღიური

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. სა­ზღვრის რეჟიმის გამკაცრების მიუხედავად, ადამიანური ურთიერთობები­ ჯერ კიდევ არ შეწყვეტილა. გთავაზობთ ქართველი ნათიას ჩანაწ­ერებს, რო­მე­ლიც სოხუმსა და ბიჭვინთაში ზღვის სეზონზე სამუ­შაოდ­ იყო ჩასული და იქ მომუ­შავე სხვა ქართველებიც ნახა...

- როდესაც მეგობარმა შემომთავაზა, სოხუმში ჩვენს ნათესავს რესტორანი და კაფე აქვს და პერსონალი სჭირდებაო, დიდხანს­ არ მიფიქრია, თუ ნორმალურად გადამიხდიან, წამოვალ, რუსული­ ვიცი-მეთქი. დედას რომ ვუთხარი,­ სოხუმში მივდივარ, ერთი სეზონი ვიმუშავებ-მეთქი, შეიცხადა,­
მაგრამ ხვეწნა-მუდარის შემდეგ დავითანხმე იმ
პირობით, რომ დილა-საღამოს დავურეკავდი და ანგარიშს ჩავაბარებდი...
ენგურის ხიდზე ჯერ რუსმა­ სამხედროებმა შემამოწმეს, შემდეგ­ აფხაზმა მესაზღვრეებმა.­ ერთი­ გამეხუმრა, ისეთი ლამაზი ქალები ჰყავთ ქართველებს, აქედან არ გაგიშვებთო... ჯერ გალის სოფლები­ გავიარე. უცნაური რაიონია - აყვავებული კარ-მ­ი­დ­ამოებისა და გადამწვარი, დაცარიელებული სახლების სინთეზი.­ შენ ოჩამჩირე უნდა ნახო, ჩერნობილს ჰგავსო, მითხრეს. მართლაც რამდენიმე კილომეტრი ისე ვიარეთ, ოჩამჩირეში­ კაცის ჭაჭანება არ იყო... ცოტა ხანში მანქანების სიმრა­ვლით მივხვდი, სოხუმში­ შევდიოდით. გზად რამდენიმე ადგილას გაჩეხილი პალმების­ გროვა შევნიშნე. მძღოლმა მითხრა, პალმებს სოჭიდან გადმოსული გრძ­ელნისკარტა მწერი ახმობს და არაფერი­ შველისო. სოხუმშიც­ ვნახე დაცარიელებული და დამწვარი სახლები... რამდენიმე ადგ­ილას­ ერთმანეთთან დერეფნით დაკავში­რებული სახლებიც შევნ­ი­შნე. თურმე ერთი ქართველისა ყოფილა და ომის შემდეგ მეზობელმა აფხაზებმა მიითვისეს...


ყავა მოგვინდა... სოხუმზე ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ "ამრა" მშობ­ლებისგან გაგონილი მქონდა. მათ სოხუმის უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრეს და როცა სტუდენტობას იგონებდნენ, იქაურ ჯადოსნურ ყავას ნატ­რობდნენ... არ ვიცი, იქნებ მაშინ მართლაც გემრიელი იყო, მაგრამ ახლა განსაკუთრებულად სულაც არ მომჩვენებია...

თეთრგალავნიან სახლს მივადექით. შენობაში განთავსებული რესტორნისა და ეზოში ღია კაფე-ბარის მფლობელი თავაზიანად შემხვდა, ჯერ დაისვენე და მერე ვისაუბროთო. არ დავღლილვარ-მეთქი. ქართველებს ჰგონიათ, რომ ვიკბინებით, არადა, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, გონს რომ მოვი­დოდნენ, ერთად ისევ კარგად­ ვიქნებოდითო.­ პოლიტიკისგან შორს ვარ-მეთქი, მოვუჭერი­ სასწ­რაფოდ. შემდეგ თითი რომელიღაც მშე­ნ­ებარე ობიექტისკენ გაიშვირა,­ საწყობს, ავტოფარეხსა და კიდევ ერთ კაფეს ქართველები აშენებენო... გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93