ოჯახი

პარალელური ოჯახი

პარალელური ოჯახი
მე და ჩემი მომავალი მეუღლე 17 წლისანი ვიყავით, როცა ოჯახი შევქმენით. მაშინ გულუბრყვილო ბავშვი ვიყავი და ყველაფერს იოლად ვიჯერებდი. ეჭვიც არასოდეს შემპარვია, რომ შესაძლოა, ჩემი მეუღლე ჩემგან რამეს მალავდა.

არასოდეს ვეჭვიანობდი, მაგრამ ერთხელ ირაკლი უმნიშვნელო ტყუილში გამოვიჭირე. ამის შემდეგ ჩვევად მექცა, მისი ყველა ნათქვამი გადამემოწმებინა. რამდენჯერმე ისევ გამოვიჭირე ტყუილში. ძალზე ვნერვიულობდი, ვეძებდი მიზეზს, რის გამოც ირაკლი იტყუებოდა, მაგრამ ვერ ვპოულობდი.

წლების განმავლობაში ჩემი მეუღლე ერთსა და იმავე სამსახურში მუშაობდა და
ვიცოდი, რომ დასვენების დღე მხოლოდ
კვირას ჰქონდა. დანარჩენ დღეებში შინ 9-10 საათზე ბრუნდებოდა. ყოველ მე-4 დღეს კი მორიგეობდა და მთელი დღე-ღამე იქ რჩებოდა. მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ მის სამსახურში შაბათი დასვენების დღე იყო, ხოლო მორიგეობა საერთოდ არ არსებობდა. ამის გაგებამ საერთოდ ჭკუიდან გადამიყვანა, მაგრამ ირაკლისთვის არაფერი მითქვამს.


გადავწყვიტე, მეთვალთვალა მისთვის და ერთ შაბათ დღეს, შინიდან გასულს, უკან ავედევნე. დიდუბის სადგურში, მცხეთაში მიმავალ "მარშრუტკაში" ჩაჯდა და წავიდა. მე, რა თქმა უნდა, ვეღარ გავყვებოდი. შემდეგ, როცა სამსახურში "მორიგეობა" უწევდა, ისევ გავყევი უკან. ისევ მცხეთისკენ აიღო გეზი. შაბათსაც იგივე განმეორდა. მომდევნო "მორიგეობაზე" კი მის "მარშრუტკას" ტაქსით ავედევნე. საკუთარი თვალით დავინახე, მცხეთაში, ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში როგორ შევიდა. ტაქსი გავუშვი, შორიახლოს დავდექი და ვუთვალთვალებდი.
რამდენიმე საათის შემდეგ, რომ არ გამოჩნდა, მივედი და ჭიშკარი შევაღე. იქვე, ასე, 5-6 წლის გოგონა სილაში თამაშობდა. ვკითხე: ირაკლი აქ არის-მეთქი? - თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.
ვთხოვე, დაეძახა. ბავშვი სახლისკენ გაიქცა და თან - მამა, მამაო! - იძახდა. მის ხმაზე კარი გაიღო და სპორტულ შარვალსა და ოთახის ჩუსტებში გამოწყობილი ირაკლი გამოვიდა. რომ დამინახა, ფერი ეცვალა, აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. გამოვბრუნდი და გაოგნებული გავუყევი ორღობეს. მესმოდა, როგორ მეძახდა ირაკლი, მაგრამ უკან აღარ მიმიხედავს. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93