ოჯახი

"ქმრისთვის ზურგი არ უნდა შემექცია. დიდი სისულელე ჩავიდინე და ამიტომაც დავისაჯე..."

"ქმრისთვის ზურგი არ უნდა შემექცია. დიდი სისულელე ჩავიდინე და ამიტომაც დავისაჯე..."
ახალგაზრდობა თვალსა და ხელშუა გაფრინდა. ბევრ რამეს ვნანობ, რასაც მაშინ ვერ ვაცნობიერებდი. ასეა! როცა ადამიანი ისეთ დიდ სიყვარულს ვერ დააფასებს, ღირსია იმისა, რაც ახლა ჩემს თავს ტრიალებს.

უცხოეთიდან გეხმიანებით. კარგა ხანია, რაც საბერძნეთში ვცხოვრობ და ვმუშაობ. ისეთ ოჯახში მოვხვდი, სადაც ძალიან კარგად მექცევიან, გასამრჯელოსაც კარგად მიხდიან. ჩემს ქმარ-შვილს საკმაოდ დიდ თანხას ვუგზავნი ყოველთვიურად... ზოგჯერ ღმერთს ვევედრები, რომ ჩემმა შვილებმა გულწრფელად მომიკითხონ, ჩემი აქაური ცხოვრებით ერთხელ მაინც
დაინტერესდნენ, მაგრამ... დარეკავს ერთი ან მეორე და მკითხავს, -
დე, ფული მჭირდება და როდის გამომიგზავნიო...

22 წლის წინ ჩემს რაიონში სკოლა წარმატებით დავამთავრე და თბილისში წამოვედი სწავლის გასაგრძელებლად. ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. ძალიან კომპლექსიანი ვიყავი. ბიჭებთან ურთიერთობა არ შემეძლო. ქათინაურს რომ მეტყოდნენ, რატომღაც ვბრაზობდი. სოფელშიც ბევრს მოვწონდი და თბილისშიც, მაგრამ ახლოს არავის ვიკარებდი. ფაკულტეტზე ჩემზე ორი წლით უფროს ბიჭს შევუყვარდი. სულ უკან დამდევდა, ვინ არ მომიგზავნა - ცოლად გამომყევიო. მაღიზიანებდა მისი ყურადღება, დევნა... სულ ვლანძღავდი და ვეჩხუბებოდი, ალბათ, სოფლიდან გამოყოლილი კომპლექსის გამო. იმ ბიჭს, თემოს, ისე ვუყვარდი, რომ ერთხელ ჩემმა ლექტორმაც კი მისაყვედურა: - რას ერჩი, უყვარხარ და რატომ ეჩხუბებიო.

სტუდენტობის პერიოდში პლეხანოვზე ვცხოვრობდი ქირით. ყოველ დილით თემოს ლექსები მხვდებოდა სარეცხის თოკზე სამაგრით ჩამოკიდებული. გაგიკვირდებათ და, არც კი ვკითხულობდი, ისე ვხევდი. ვერანაირად რომ ვერ მოვიშორე, სამი ისეთი დავალება მივეცი, ნებისმიერი ვაჟკაცი შეურაცხყოფილი დარჩებოდა... გაოგნდა. მერე თვალებში ჩამხედა და დარწმუნებით მითხრა, - ამ სურვილებს შეგისრულებ, მაგრამ იცოდე, შენთან აღარ მოვალო და... წავიდა.

ამის შემდგომ მართლა აღარ გამოჩენილა. მე კი ქუჩაში ხშირად უკან ვიყურებოდი. სულ მეგონა, რომ მომყვებოდა. საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი, რომ უკვე მენატრებოდა და მინდოდა, გამოჩენილიყო. მერე, სრულიად შემთხვევით გავიცანი ადამიანი, რომელმაც ცოლობა მთხოვა. დიდხანს არც მიფიქრია, ისე გავყევი. ერთ კვირაში მივხვდი, რომ დიდი სისულელე ჩავიდინე, მაგრამ ხომ იცით, საქართველოში გათხოვილი ქალის მშობლებთან მობრუნებას როგორ აფასებენ?! დავრჩი მასთან.

ერთი დღეც არ მახსოვს ბედნიერი... სულ ორომტრიალი გვქონდა. როცა მუშაობდა, მაშინაც ენანებოდა, ჩვენთვის ფული დაეხარჯა, სულ დაგვძახოდა, - მე გარჩენთო. ცოლ-შვილი მას უნდა ერჩინა, აბა, ვის? არადა, მე სულ ვმუშაობდი. როცა ის უმუშევარი დარჩა, მეორე სამსახურიც ვიშოვე, რომ ჩემს შვილებს არაფერი მოჰკლებოდათ. მას აღარც შეუწუხებია თავი სამუშაოს მოსაძებნად. ამდენ უსიამოვნებაში შვილები საკუთარ თავში ჩაიკეტნენ, გაცივდნენ, მოგვიანებით კი მივხვდი, რომ არც მამა ადარდებდათ და აღარც დედა. ნერვიულობასა და დარდში გადიოდა წლები. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93