მოდელი ანა ახვლედიანი „ინსტაგრამზე’“ საკმაოდ აქტიურია. თითქმის ყველა ახალ ფოტოზე შენიშნავთ კომენტარს, რომელიც იუწყება, რომ ანას, მის მეუღლეს და პატარა ევას ლამაზ, საყვარელ ოჯახად მიიჩნევენ.
მათ მიმართ ადამიანებს დადებითი განწყობა აქვთ, რასაც მთელი გულით გამოხატავენ.
ევა ფერადი და მხიარული გოგონაა, რომლის ფოტოებსაც უყურადღებოდ არასდროს ტოვებენ.
ბევრი იმასაც ამბობს, რომ მას ზუსტად ისე აცმევენ, როგორც ლამაზ თოჯინას.
ცოტა ხნის წინ მან მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა, რაც გამომწერებისთვის სასიხარულო ამბავი იყო.
გადავხედოთ ლამაზი ოჯახის ახალ ფოტოებს: