"სიკვდილის წინ წერილი დამიტოვა, წერდა, რომ მე ტვირთი ვიყავი მისთვის, მაგრამ ჩემ გარეშე ვერ გაამწარებდა მის საძულველ ხალხს"
ჩემი მშობლები ჩემს ბავშვობაში დასცილდნენ ერთმანეთს. დედა, ბებია, დეიდები მეუბნებოდნენ, რომ მამაჩემის ოჯახს მე და დედა ვძულდით. სამწუხაროდ, სიმართლე ძალიან გვიან გავიგე," - ამბობს ლუკა, რომელიც მიიჩნევს, რომ სიძულვილის იარაღად გამოყენებული შვილია.
ლუკა: - დედა სკოლის დამთავრებისთანავე გათხოვილა. მამაჩემთან ქორწინებამდე ჰქონია კავშირი. ჩანს, შანტაჟი მაშინვე ეხერხებოდა და იმანაც ცოლად შეირთო ბევრად უმცროსი
უჭკუო გოგო. მამაჩემის ოჯახი უკმაყოფილო დარჩენილა, - ბიჭი ჯერ სწავლობს, რა დროს ცოლის შერთვა იყოო... დედამ ორი თვე შეძლო უხასიათობის დამალვა. თან გულში ჩაიდო მულის, ანუ მამიდაჩემის შენიშვნები და შურისძიება გადაწყვიტა. მოკლედ, ჯვრისწერამდე ჭკვიანად ყოფილა, მერე კი დედამისთან ერთად აუშლია აფრები და ახალშექმნილი ოჯახი დანგრევის პირას მიუყვანიათ. მამიდაჩემი ჩარეულა საქმეში - ოჯახი არ დაანგრიოთ, ერთმანეთის პატივისცემა ისწავლეთო... ამასობაში დედაჩემი დაფეხმძიმებულა. ბებიაჩემს ურჩევია, - ბავშვი გააჩინე. სანამ ორსულად დარჩებოდი, შენმა მულმა მანამ გთხოვა, ოჯახი არ დაგენგრიათ და რომ გაიგებს, ბავშვს ელოდები, თან გადაგყვებაო. მართლაც თავს დამტრიალებდა მამის ოჯახი და უცებ დედაჩემმა, სოფელში გაზრდილმა გოგომ, რომელსაც ქალაქელი ბიჭის ცოლობა იმიტომ უნდოდა, რომ სოფელში ცხოვრება არ სურდა, მამაჩემის მშობლებს მოსთხოვა, მე და ჩემს ქმარს ცალკე ბინა გვიყიდეთ, თქვენთან ცხოვრება არ მინდაო. ქმარმა გონს მოსვლა ურჩია ცოლს, ის კი ადგა და მშობლებთან გაიქცა. ეგონა, ქმრის ოჯახი ბავშვის სიშორეს ვერ შეეგუებოდა და ყველა სურვილს აუსრულებდა. არ გამოუვიდა ეს ფანდი. გაგრძელება